ვის არ დარჩენია ფული ჯიბეში და გაურეცხავს სარეცხ მანქანაში? ევროპის ცენტრალური ბანკი ასეთ გულმავიწყ და დაბნეულ ევროპელებზე ზრუნავს და ევროს ახალი კუპიურების გამოშვებას იწყებს, რომლებიც მასობრივ მიმოქცევაში მაისის ბოლოდან შემოვა.
ახალი ბანკნოტების განსაკუთრებული თვისებების ჩვენებისთვის გამოუშვეს ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ „სასტიკად ექცევიან“ ევროს ბანკნოტებს და რა გამოცდას აღარ უწყობენ, თუმცა ისინი ნებისმიერ აგრესიას უძლებენ.
იმის გარდა, რომ ევროს ახალ კუპიურებს ინოვაციური მტკიცე მასალისგან ამზადებენ, მათ გაყალბებისგან საუკეთესო დაცვაც აქვთ: წყლის ახალი ნიშანი ისეა შექმნილი, რომ მისი განმეორება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
ნახეთ ვიდეო, რომელშიც ჩანს ევროს ახალი ბანკნოტების წარმოუდგენელი გამძლეობა.
თუ მოგეწონათ, დაალაიქეთ
მსგავს თემაზე: პირველ იანვარს ევროს 20 წელი შეუსრულდა
კომენტარები