საზოგადოებასაბერძნეთი

აფრიკულმა მტვერმა საბერძნეთის დიდი ნაწილი დაფარა – მოქალაქეებს აფრთხილებენ!

საბერძნეთის გარემოს დაცვის სამინისტრომ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა სამხრეთ-აღმოსავლეთ საბერძნეთში ჰაერის დაბინძურების თაობაზე, რაც, უმთავრესად, ჩრდილოეთ აფრიკიდან წამოსული მტვრის ღრუბლებისგან არის გამოწვეული.

ადამიანებს, რომლებიც რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან (სასუნთქი გზების ან გულის დაავადებები, ბავშვები და 65 წელს გადაცილებული პირები), გარემოს დაცვის სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს, თავი აარიდონ ფიზიკურ დატვირთვას და რაც შეიძლება ნაკლები დრო დაყონ გარეთ, ჰაერზე.

არსებული შეფასებით, მტვრის კონცენტრაციის საშუალო დღეღამური მაჩვენებელი ატიკის რეგიონში 50-100 მგ/მ3 იქნება.

ბრონქული ასთმის მქონე ადამიანებს რეკომენდაციას აძლევენ, ჩვეულებრივზე ხშირად გამოიყენონ ინჰალატორები.

ხილვადობა ათენშიც მკვეთრად შემცირდა, ქალაქის კვარტლების თავზე სმოგი გამოჩნდა.

ეს მოვლენა საბერძნეთისთვის უჩვეულო არ არის, წლის ამ პერიოდში ყოველთვის ხდება, თუმცა განსხვავებაა მტვრის რაოდენობასა და ხარისხში.

აფრიკული მტვრის კონცენტრაცია, რომელმაც გუშინ, 24 აპრილს საბერძნეთის დიდი ნაწილი დაფარა, განსაკუთრებით ინტენსიური იქნება დიდ ხუთშაბათს და ვნების პარასკევს, მისი თანდათანობითი შემცირება შაბათს, 27 აპრილს, დღისით დაიწყება.

ათენის ეროვნული ობსერვატორიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მტვრისგან ყველაზე მეტად დაზარალებული რაიონებია ეპირუსი, სტერეა, პელოპონესი და კრეტა.

ნინო ბაჯელიძე

ნახეთ ვიდეო:

დაგაინტერესებთ: ტესტი: რამდენად კარგად იცნობთ ათენის ისტორიულ შენობებს?

ათენის ყველაზე დიდი ეკლესიები

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close