ბერძნული წარმოების ტანსაცმლის ექსპორტი მნიშვნელოვნად იზრდება
2019 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 40 პროცენტით გაიზარდა ბერძნული წარმოების ტანსაცმლის ექსპორტი.
ბოლო წლების განმავლობაში საბერძნეთში ადგილობრივი წარმოების ტანსაცმლის გაყიდვა მნიშვნელოვან კრიზისს განიცდის. ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარი გაჯერებულია უცხოური წარმოების სამოსით. შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლი ბერძენმა მწარმოებლებმა ექსპორტის გაზრდაში იპოვეს.
ბერძნული სამოსი საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებლებისთვის არის გათვალისწინებული და წარმატებით იყიდება უცხოეთში. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საბერძნეთიდან ექსპორტზე 163 მილიონი ევროს ღირებულების სამოსი გავიდა. ექსპორტის ძირითადი ნაწილი, 80 პროცენტი ევროკავშირზე მოდის. მთავარი საექსპორტო მიმართულებებია: გერმანია, კვიპროსი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ესპანეთი. მომხმარებლებს ამ ქვეყნებში მოსწონთ ბერძნული ტანსაცმლის ხარისხი და დიზაინი.
გიორგი ჯანელიძე
მაგსავს თემაზე: თამთას დებიუტი მოდის ბიზნესში – მომღერლის მიერ შექმნილი სამოსი უკვე იყიდება
კომენტარები