საზოგადოებაnewsსაქართველო

მარტვილში 15 წლის ბიჭმა თავი მოიკლა

მარტვილის მე-2 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს. მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაკა გულორდავამ ეს ინფორმაცია „ლაივპრესს“ დაუდასტურა.

„მამა მოსულა სკოლაში მესამე გაკვეთილის მერე. დირექტორთან, კლასის ხელმძღვანელთან და მანდატურთან შეთანხმებით გაუყვანია ბავშვი, გეგმურ აცრაზე მიმყავსო. მერე სახლში იპოვეს გარდაცვლილი“, – განმარტა მან.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ისინი დაუკავშირდნენ მარტვილში მოქმედ ორივე საავადმყოფოს, სადაც უთხრეს, რომ არცერთგან მოსწავლე არ მიუყვანიათ. გარდაცვალების მიზეზებზე მაკა გულორდავამ არაფერი იცის. ამბობს, რომ ოჯახში იმყოფებოდნენ, სადაც არავინ დახვდათ.

„მამა წაყვანილი იყო. ბავშვი კი ექსპერტიზაზე გადასვენებული“, – გვითხრა მან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: https://www.livepress.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close