იტალიაკრიმინალი

ინციდენტი იტალიაში: წარმოშობით აფრიკელი მძღოლის ვერსია, თუ რატომ დაწვა სასკოლო ავტობუსი

მილანთან ახლოს, სან დონატო მილანეზეს მუნიციპალიტეტში მძღოლმა სასკოლო ავტობუსს, რომლითაც ბავშვები ექსკურსიაზე მიდიოდნენ, ცეცხლი წაუკიდა და დაწვა. ამის თაობაზე MILANO TODAY იტყობინება.

ინციდენტი დღეს, 20 მარტს ადგილობრივი დროით 11:50 სთ-ზე მოხდა. წარმოშობით სენეგალელმა ავტობუსის მძღოლმა გზაზე გააჩერა ავტობუსი, გადმოსხა იქიდან ბავშვები, რომლებიც ექსკურსიაზე მიდიოდნენ, შემდეგ კი ავტობუსის სავარძლებს და სალონის იატაკს, სავარაუდოდ, ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

შემთხვევის ადგილზე 11 სასწრაფო დახმარების მანქანა, სახანძრო მანქანა და კარაბინერები მივიდნენ, აგრეთვე, ვერტმფრენიც მიფრინდა… ინციდენტის გამო გზაზე საცობები წარმოიქმნა. სამართალდამცველებმა ატობუსის მძღოლი დააკავეს – იგი აღმოჩნდა 47 წლის უსეინუ სუ – იტალიის მოქალაქე, წარმოშობით სენეგალიდან.

სააგენტო ANSA კი წერს, რომ ოთხშაბათს დილით იტალიის მოქალაქე სენეგალელმა მძღოლმა ავტობუსი გაიტაცა, რომელშიც საშუალო სკოლის 51 მოსწავლე იყო და განაცხადა, რომ თავის მოკვლას აპირებს.

ამის შემდეგ მან გზაზე გააჩერა ავტობუსი, გადმოსხა იქიდან ბავშვები, სატრანსპორტო საშუალებას ბენზინი გადაასხა და დაწვა. „მინდოდა შემეჩერებინა ეს, ხმელთაშუა ზღვაში ადამიანების სიკვდილი უნდა შეწყდეს“, – ასე ახსნა მამაკაცმა თავისი საქციელი.

„ანსას“ ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 12 ბავშვი და 2 მოზრდილი კვამლით მოიწამლა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, იტალიამ დაკეტა თავისი პორტები მიგრანტებისთვის, რომლებიც ხმელთაშუა ზღვით ცდილობენ ევროპაში შესვლას.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close