ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საბერძნეთში ბინადრობის მოწმობასთან დაკავშირებით
ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც იმიგრანტები საბერძნეთში ბინადრობის მოწმობასთან დაკავშირებით აწყდებიან, აღნიშნული დოკუმენტის კატეგორიის შეცვლაა. ამდენად, პრეცედენტული ხასიათისაა და ძალიან მნიშვნელოვანია ათენის პირველი ინსტანციის ადმინისტრაციული სასამართლოს (ბერძ. Διοικητικό Πρωτοδικείο Αθηνών) N. 813/2018 გადაწყვეტილება ერთ-ერთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იმიგრანტისთვის ბინადრობის მოწმობის კატეგორიის შეცვლაზე უარის თქმას.
ათენის პირველი ინსტანციის ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქეს, რომელმაც თავდაპირველად აიღო ბინადრობის უფლება ოჯახის გაერთიანების მიზნით (ბერძ. «άδεια διαμονής για οικογενειακή επανένωση»), შემდეგ კი შეცვალა კატეგორია და აიღო ბინადრობის უფლება სწავლის მიზნით (ბერძ. «άδεια διαμονής λόγω σπουδών»), უფლება ჰქონდა კვლავ შეეცვალა კატეგორია და აეღო სხვა კატეგორიის ბინადრობის უფლება – ისეთი, როგორიცაა ბინადრობის უფლება დამსაქმებელთან მომუშავე პირებისთვის (ბერძ. «άδεια διαμονής για εξαρτημένη εργασία»).
აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ ჩათვალა, რომ არაკანონიერი იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უარის თქმა ბინადრობის უფლების კატეგორიის კვლავ შეცვლაზე და საქმე დააბრუნა ხელახლა განსახილველად, შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
კომენტარები