სინდაღმა ერთი დღით ჰოლივუდის ფილმის გადასაღებ მოედნად გადაიქცა
კვირას, 10 მარტს დილიდან დაიკეტა ათენის მთავარი, სინდაღმის მოედანი. ამჯერად მიზეზი არც მანიფესტაცია და არც საზეიმო ღონისძიება ყოფილა – ათენის ცენტრი ჰოლივუდის ახალი ფილმის გადასაღებ მოედნად იქცა. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მაინც მოხდა, თუმცა ამჯერად ეს სცენები ფილში გადასაღებად დადგეს.
ამერიკულ-იტალიური კინოსურათის სახელწოდებაა „Born to be Murdered“ და მასში მთელი მოქმედება საბერძნეთში მიმდინარეობს. მასში ნაჩვენებია ამერიკელი ტურისტის ისტორია, რომელიც საბერძნეთში ჩადის და უნებურად ხდება ჩართული სახიფათო დანაშაულებრივი დაჯგუფების ქსელში… ამერიკელი ტურისტის როლს ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავის, დენზელ ვაშინგტონის შვილი, ჯონ დევიდ ვაშინგტონი ასრულებს, რომლის პოპულარობა ბოლო დროს ძალიან გაიზარდა – ფილმმა მისი მონაწილეობით „BlackkKlansman“ („შავი კლანის კაცი“; რეჟისორი – სპაიკ ლი) თებერვალში 6 „ოსკარი“ მიიღო.
საწყისი გადაღებები ტრიკალაში გაიმართა, ათენის შემდეგ კი ფილმის გადამღები ჯგუფი საბერძნეთის ულამაზეს მთიან რეგიონში, ზაგორიში გაემგზავრება. ფილმი ეკრანებზე 2020 წელს გამოვა.
სინდაღმაზე გადაღებებმა ადგილობრივთა ინტერესი გამოიწვია და მოედნის სიაახლოვეს დილიდანვე ათასობით ცნობისმოყვარე შეიკრიბა.
იხილეთ ფოტოები:
კომენტარები