კრიმინალიnewsსაბერძნეთი

ათენში ძარცვასა და უთოთი წამების ფაქტზე ბრალდებული ქართველების სასამართლო პროცესი დაიწყო

ათენში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რომელზეც ბრალდებულებად შვიდი ქართველია წარდგენილი. მათ ძარცვასა და ადამიანის უთოს გამოყენებით წამებაში ადანაშაულებენ.

მიმდინარე წლის 25 იანვარს სასამართლოს ჩვენება მისცა დაზარალებულმა, 86 წლის დესპინა სკურტიმ. ხანდაზმული ქალბატონის ჩვენების თანახმად, სამი მამაკაცი შეიჭრა მის ბინაში, რომელიც ათენის კიფსელის რაიონში მდებარეობს. მძარცველებმა ბინის მეპატრონისგან ფული და ძვირფასეულობა მოითხოვეს, უარის შემდეგ კი იგი უთოთი აწამეს. ქალმა ხელზე, ფეხსა და მუცლის არეში მიიღო დამწვრობა. „მას შემდეგ ვეღარ ვიძინებ, სულ მგონია, რომ სახლში ვიღაც არის“, – თქვა დესპინა სკურტიმ სასამართლოზე.

შემთხვევა 2017 წლის 25 ოქტომბერს მოხდა. დაზარალებულმა ვერ ამოიცნო თავდამსხმელები, თუმცა პოლიციამ ბრალი შვიდ ქართველს წაუყენა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. სასამართლო პროცესი 7 თებერვალს გაგრძელდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close