მიგრაციამსოფლიოიტალია

2019 წელს იტალიამ ქვეყნიდან 73 არალეგალი გაასახლა

2019 წელს იტალიიდან 73 არალეგალური მიგრანტი გაასახლეს, შემოსვლით კი მხოლოდ 53 არალეგალი შემოვიდა. ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევაა, რომ იტალიიდან უფრო მეტი იმიგრანტის დეპორტაცია მოხდა, ვიდრე ქვეყანამ მიიღო, – განაცხადა 14 იანვარს რომში გამართულ პრესკონფერენციაზე ვიცე-პრემიერმა, შს მინისტრმა მატეო სალვინიმ.

მან აღნიშნა, რომ ორშაბათს ბარსელონაში დააკავეს ერთი ხომალდი, რომელსაც არალეგალური მიგრანტები გადაჰყავდა. იტალიის ხელისუფლება მიესალმება იმ ფაქტს, რომ მის იმიგრაციულ პოლიტიკას მიმდევრები გამოუჩნდნენ ევროკავშირის სხვა ქვეყნების სახით; რაც ნაკლები ბიზნესი იქნება არალეგალთა გადაყვანის მიმართულებით, მით ნაკლები იქნება მსხვერპლი და მით სწრაფად წავა აფრიკული ქვეყნების განვითარების პროცესი, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

იმავე პრესკონფერენციაზე იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ევროკავშირში არალეგალურ მიგრაციასთან „დამოკიდებულების ცვლილება“ დააფიქსირა. ასეთი ცვლილება რომ არ მომხდარიყო და ევროკავშირის ხელისუფლებებს ცალკეული ქვეყნების მიგრაციის პრობლემის პირისპირ მარტო დატოვების პრაქტიკა გაეგრძელებინათ, ეს ევროკავშირის დაშლის საფრთხეს შექმნიდა, – აღნიშნა კონტემ.

პრესკონფერენციაზე სალვინიმ მიგრაციის საკითხებში ევროკომისრის, დიმიტრის ავრამოპულოსის სიტყვებზეც გააკეთა კომენტარი – ამ უკანასკნელმა მოულოდნელად განაცხადა, რომ სალვინის პრიორიტეტებს იზიარებს და ევროკავშირი გააგრძელებს იტალიის მხარდაჭერას არალეგალური მიგრაციის საკითხში.

ექსპერტების აზრით, ევროკავშირის მაღალჩინოსნების რიტორიკის მკვეთრი ცვლილება ევროპარლამენტის არჩევნებს უკავშირდება, რომელიც მაისში უნდა გაიმართოს. სალვინიმ, თავის მხრივ, კმაყოფილება გამოთქვა ავრამოპულოსის განცხადების გამო და შესთავაზა მას, თავისი სიტყვები რეალური ქმედებებით დაადასტუროს.

იტალიის ახალმა მთავრობამ 2018 წლის ივნისიდან, თავისი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, შეზღუდა ქვეყანაში არალეგალ მიგრანტთა ნაკადი, კერძოდ, თავის პორტებში შესვლა აუკრძალა არასამთავრობო ორგანიზაციების ხომალდებს, რომლებსაც ასეთი მიგრანტები გადაჰყავთ. 2018 წლის შედეგებით, ქვეყანაში არალეგალ მიგრანტთა ნაკადი 80%-ით შემცირდა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close