იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს მხარდაჭერის რეიტინგი არჩევნებიდან დღემდე, 6 თვის განმავლობაში არ შეცვლილა და ისევ 60%-ს შეადგენს – ამის თაობაზე გუშინ TERMOMETRO POLITICO-მ გაავრცელა ინფორმაცია IPSOS-ის სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით.
ბოლო 12 წლის განმავლობაში არცერთ პრემიერ-მინისტრს არ ჰქონია ასეთი მაღალი მხარდაჭერის მაჩვენებელი პირველი 6 თვის მუშაობის შემდეგ, როგორც ჯუზეპე კონტეს.
რომანო პროდის რეიტინგი 2006 წელს, პრემიერის პოსტის დაკავებიდან 6 თვის შემდეგ 54%-იდან 40%-მდე შემცირდა, სილვიო ბერლუსკონის 2008 წელს – 63%-იდან 55%-მდე, მარიო მონტის 2011 წელს – 61%-იდან 47%-მდე, მატეო რენცის მხარდაჭერის მაჩვენებელი კი 2014 წელს – 63%-იდან 56%-მდე.
პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავისი მუშაობის პირველი 6 თვის მანძილზე რეიტინგის გაზრდა მხოლოდ პაოლო ჯენტილონიმ მოახერხა 2016 წელს, თუმცა მისი მაჩვენებლები გაცილებით მოკრძალებული იყო: მისი მხარდაჭერის მაჩვენებელი თავდაპირველი 35%-იდან 6 თვის შემდეგ 39%-მდე გაიზარდა.
კომენტარები