ვიდეოსპორტი

„იმიტომ, რომ მაგიჟებ“ – ზაზა ფაჩულიას ბერძენმა მომღერალმა ანა ვისიმ თავისი სიმღერა უთარგმნა

ზაზა ფაჩულიამ თავის ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც იგი მანქანით მიდის ოჯახთან ერთად და თან ბერძნულ სიმღერას – ანა ვისის Ψυχεδέλεια-ს უსმენს. ზაზამ ვიდეოზე მონიშნა თავისი კოლეგა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის, კლუბ „მილოუკი ბაქსის“ ბერძენი კალათბურთელი იანის ანტეტოკუნმპო (Γιάννης Αντετοκούνμπο) და სთხოვა, ტექსტი მითარგმნეო.

როგორც ჩანს, ვიდეო მომღერლის თვალთახედვის არეში მოხვდა და ანა ვისიმ თავად „აუხსნა“ თავისი სიმღერის სიტყვები ცნობილ ქართველ კალათბურთელს. ვიდეო ზაზამ თავის ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და ანა ვისის მადლობა გადაუხადა.

ნახეთ ვიდეო, სადაც თავიდან ჩანს, როგორ უსმენს ზაზა თავის ოჯახთან ერთად მანქანაში ბერძნულ სიმღერას, მეორე ნაწილში კი – როგორ უთარგმნის მას ტექსტს სიმღერის შემსრულებელი, ცნობილი ბერძენი მომღერალი ანა ვისი:

 

View this post on Instagram

 

A post shared by Zaza Pachulia (@zazapachulia)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close