რა კავშირია სიმსუქნესა და მამაკაცურ პოტენციას შორის?

ყველაფერს, რაც მამაკაცურია, ამ სქესის წარმომადგენლები ჰორმონ ტესტოსტერონს უნდა უმადლოდნენ. ის სათესლე ჯირკვლებში გამომუშავდება. ტესტოსტერონის წყალობით მამაკაცებს განვითარებული აქვთ კუნთები, ეზრდებათ წვერ-ულვაში; ეს ჰორმონი აგებს პასუხს სპერმატოზოიდების წარმოქმნაზე დასქესობრივ ლტოლვას განაპირობებს.

ამას გარდა, ტესტოსტერონი ცხიმების დაწვასაც უზრუნველყოფს და ამსაქმეში მთავარი „მოთამაშეა“; ამიტომ, თუ ტესტოსტერონის დონე დაბლა იწევს, მამაკაცი გასუქებას იწყებს. ქონი, რომელიც მუცელზე გროვდება, გამოიმუშავებს განსაკუთრებულ ნივთიერებას – ლეპტინს, რომელიც ტესტოსტერონის წარმოქმნას ბლოკავს. შედეგად, მამაკაცი კარგავს სქესისათვის დამახასიათებელ ნიშნებს, მისი ფიგურა ქალურ მოხაზულობებს იძენს, უჩნდება მკერდი, თავს იჩენს იმპოტენცია.

არსებობს მარტივი საშუალება იმის განსასაზღვრად, ნორმაშია თუ არა ტესტოსტერონი – მამაკაცის მთავარი სასქესო ჰორმონი. ამისთვის ძლიერი სქესის წარმომადგენლებმა, უბრალოდ, წელის გარშემოწერილობა უნდა გაიზომონ. შესაბამისი ტესტი სკანდინავიელმა მეცნიერებმა მოიგონეს. მათ გამოიკვლიეს რამდენიმე ათასი მამაკაცი. ყველა მათგანს 2 მაჩვენებელს უზომავდნენ – წელის შემოწერილობას და ტესტოსტერონის დონეს. შედეგებმა კანონზომიერება გამოავლინა: თუ წელის გარშემოწერილობა 94 სმ-ზე ნაკლებია – ტესტოსტერონის დონე მაღალია; თუ ეს მაჩვენებელი 94-იდან 102 სანტიმეტრის ფარგლებშია, მამაკაცების ნახევარს ზემოხსენებული ჰორმონის დონე შესაძლებელია დაქვეითებული ჰქონდეს, ხოლო თუ 102 სანტიმეტრი და მეტია – ტესტოსტერონი ნორმის ქვემოთ საგრძნობლად დაწეულია.

ტესტოსტერონის დეფიციტი, საბოლოო ჯამში, მამაკაცებში იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, შაქრიან დიაბეტს,  გაღიზიანებადობას,  სწრაფ დაღლას, ნევროზს; მცირდება ლიბიდო და წარმოიშობა ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები. ტესტოსტერონის დონის ასამაღლებლად აუცილებლად უნდა გახდეთ.

კირა კარიაული

კომენტარები
Загрузка...