მსოფლიოიტალიაკრიმინალი

იტალიაში ღამის კლუბში მომხდარ ჭყლეტაში 6 ადამიანი დაიღუპა: 5 არასრულწლოვანი და ერთ-ერთი მათგანის დედა

ღამის კლუბში, დისკოთეკაზე ჭყლეტაში 6 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 120-მა კი სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო. შემთხვევა 8 დეკემბრის ღამეს კორინალდოს  (ანკონის პროვინციაში) დისკოთეკაზე LANTERNA AZZURRA-ზე მოხდა SFERA EBBASTA-ს კონცერტის მიმდინარეობისას. ამის თაობაზე იტალიის მასმედია იუწყება.

კონცერტის მსვლელობისას ვიღაცამ კლუბში რაღაც „შხამიანი სპრეი“ გაუშვა, რამაც პანიკა გამოიწვია და ადამიანები გასასვლელისკენ გაცვივდნენ შენობის სწრაფად დატოვების მიზნით, რის გამოც ჭყლეტა მოხდა. შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 118 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით. 10 დაზარალებულის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, მძიმეა. მთლიანობაში კლუბში ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. მიმდინარეობს გამოძიება.

„არ შეიძლება 15 წლის ასაკში ასე კვდებოდნენ“, – თქვა იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფმა მატეო სალვინიმ. მან თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს, ვის მიუძღვის ბრალი ადამიანთა სიკვდილში.

„გამომძიებლები იქით იხრებიან, რომ კორინალდოს კლუბში გაცილებით მეტი ადამიანი იმყოფებოდა, ვიდრე უსაფრთხოების ნორმებით არის დაშვებული“, – აღნიშნა მინისტრმა.

წინასწარი ვერსიით, კონცერტის მიმდინარეობისას ვიღაცამ წიწაკის სპრეი გააფრქვია ჰაერში და ამან გამოიწვია პანიკა. დაღუპულთა შორის 5 არასრულწლოვანია – 3 გოგონა და 2 ბიჭი, აგრეთვე, ერთ-ერთი გარდაცვლილი გოგონას დედა, რომელმაც თავის არასრულწლოვან შვილს ღამის კლუბში მიაკითხა. დედა-შვილი სენიგალიიდან (პორტი იტალიის ადრიატიკულ სანაპიროზე, ანკონის პროვინციაში) იყვნენ.

პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე ტრაგედიის შემდეგ ანკონაში ჩავიდა. ადგილობრივ კვესტორთან (პოლიციის კომისარი), ექიმებსა და დისკოთეკაში მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრისას მან დისკოთეკების ორგანიზატორებს მოუწოდა, დიდი სიფრთხილით მოეკიდონ ღონისძიებების დაგეგმვას და მასობრივი ღონისძიებების ორგანიზებისას ადამიანთათვის მაქსიმალური უსაფრთხოება უზრუნველყონ (იხ. მეორე ვიდეო).

როგორც გამოცემა Il Resto del Carlino იუწყება, მომხდარს რომის პაპი ფრანცისკეც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ თავის ლოცვებში მოიხსენიებს დაღუპულებს, აგრეთვე, დაზარალებულებსაც და ყველა მათგანს ღვთისმშობელს შეავედრებს.

ნიკო აბაშიშვილი

იხ. ვიდეო:

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close