მსოფლიოჯანმრთელობაnewsიტალია

იტალია გრიპის ეპიდემიის საფრთხის წინაშე

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საშობაო დღესასწაულის პერიოდში გრიპით დაავადების რისკი პიკს მიაღწევს. სეზონის  დაწყებიდან დღემდე გრიპით უკვე დაავადდა 647 ათასამდე ადამიანი.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ერთი კვირის განმავლობაში, 26 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე გრიპის ვირუსმა 152 ათასი ადამიანი დაასნებოვნა (და ეს მხოლოდ იმ პაციენტთა მონაცემებია, რომლებმაც ექიმს მიმართეს დასახმარებლად ანუ ოფიციალურად დარეგისტრირდნენ), მთლიანობაში კი გრიპის სეზონის დაწყებიდან დაავადების 657 ათასამდე შემთხვევაა აღრიცხული. სავარაუდოა, რომ გრიპის პიკის პერიოდი იქნება დეკემბერ-იანვარი, ამის თაობაზე ჯანდაცვის უმაღლესი ინსტიტუტის (ISS) მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაშია ნათქვამი.

დღეისათვის დაავადების სტატისტიკა ასეთია: 252 შემთხვევა 10 ათას კაცზე, რაც იმ ზღვარს ქვემოთაა, რომელიც ეპიდემიური პერიოდის დაწყებას ნიშნავს (ეპიდემიის დაწყების ზღვარია 274 შემთხვევა 10 ათას კაცზე), თუმცა 9 რეგიონში, როგორიცაა: პიემონტი, ლომბარდია, ტრენტოს ავტონომიური პროვინცია, ტოსკანა, უმბრია, აბრუცო, კამპანია, რეჯო კალაბრია და სიცილია – დაავადების შემთხვევებმა უკვე გადააჭარბა ნაციონალურ ზღვრულ მაჩვენებელს, რომლის ზემოთაც ეპიდემიაზე საუბრობენ.

გრიპის ვირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა 0-იდან 4 წლამდე ბავშვებში ფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ შარშან იტალიაში გრიპის ეპიდემია ყველაზე ფართომასშტაბიანი იყო 2004-2005 წლების ცივი სეზონის პანდემიის შემდეგ და 4 მილიონზე მეტი ადამიანი მოიცვა.

საუკეთესო პროფილაქტიკაა გრიპის საწინააღმდეგო აცრა, რომელიც 75%-ში ამართლებს; აგრეთვე, დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენის წესების დაცვას – ხელების ხშირად დაბანას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის არიდებას და იმუნიტეტის გაძლიერებას. განსაკუთრებით უნდა გაფრთხილდნენ ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close