„კატეხაკის“ საბუთის განახლებული განრიგის შესახებ

ადვოკატი პაატა სიმსივე საბერძნეთში ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირთათვის „კატეხაკის“ საბუთზე სოციალურ ქსელში ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

„კატეხაკის“ საბუთზე:

თავშესაფრის სამსახურმა (υπηρεσία ασύλου) ცოტა ხნის წინ გამოსცა განახლებული განრიგი იმ პირებისთვის, რომლებსაც სურთ შეიტანონ განცხადება ლტოლვილის სტატუსის მისაღებად (ანუ  ე. წ. „კატეხაკის“ საბუთი რომ აიღონ).

როგორც თავად ხედავთ [ქვემოთ ფოტოზე], ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანთათვის გამოიყო კიდე ერთი საათი, რაც უდავოდ დადებითი მოვლენაა, რადგან კიდე ერთი დამატებითი საათი ნიშნავს უფრო მეტ შანსს, რომ დანიშნოთ შეხვედრა (რანდევუ).

სკაიპით შეხვედრის დანიშვნა მაინც რთული იქნება, მაგრამ ვისაც ჯანმრთელობის რაიმე სერიოზული პრობლემა არ გაქვთ, სკაიპის გარდა სხვა გზა თქვენთვის, სამწუხაროდ, არ არსებობს.

მეორე მხრივ, ვისაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გაწუხებთ, [ამის დამადასტურებელი] შესაბამისი საბუთის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ თავადაც მიხვიდეთ თავშესაფრის სამსახურში, მოიცადოთ ცოცხალ რიგში და მოითხოვოთ შეხვედრის დანიშვნა.

შეგახსენებთ, რომ როგორც შეხვედრის დანიშვნა, ისე თითის ანაბეჭდების ჩაბარება კანონით არის უფასო.

სკაიპში ან ახლოდან გასაუბრება მიმდინარეობს ლტოლვილის სტატუსის მაძიებლის მშობლიურ ენაზე: ქართველების შემთხვევაში – ქართულად.

მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ თავშესაფრის სამსახურის ვებგვერდს:

http://asylo.gov.gr/?page_id=107

კომენტარები