„ცოცხალი წიგნები“ სტუმრად ისრაელში
18-25 ნოემბერს ისრაელში იმყოფებოდა პროექტ „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერალთა ჯგუფი: ქეთევან დუმბაძე – პროექტის ხელმძღვანელი; ლევან ბრეგაძე – მწერალი, კრიტიკოსი; ნიკა ჯორჯანელი – პოეტი; გიორგი კაკაბაძე – მწერალი, ლიტერატურათმცოდნე; გიორგი არაბული – პოეტი და დალილა გოგია – მთარგმნელი.
24 ნოემბერს, შაბათს საქართველოდან ჩასული სტუმრები ქ. ლოდის „ქართულ სახლთან“ არსებული პირველი საკვირაო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს, დიასპორული ორგანიზაცია „მამულის“, „ისრაელში ქართული ხელოვნების ცენტრის“ წევრებს და სხვა ქართველ ემიგრანტებს შეხვდნენ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის, „ცოცხალი წიგნების“ წევრებმა სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად გადასცეს საგანგებოდ მათთვის ჩატანილი საბავშვო წიგნები და ჟურნალები. შემდეგ გაიმართა პოეზიის საღამო სტუმრებისა და მასპინძლებს მონაწილეობით.
ისრაელში პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს საელჩო ისრაელში, დიასპორული ორგანიზაცია „მამული“, „ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში“ და ქართველ ებრაელთა თემის ორგანიზაცია „გულთა კავშირი“.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები