ბერძნული ენა – მეცამეტე გაკვეთილი

წარმოგიდგენთ ბერძნული ენის მეცამეტე გაკვეთილს. დიალოგი რესტორანში მიმდინარეობს.
თავდაპირველად, ტრადიციულად, გავეცნოთ დიალოგის ტექსტს:
Ένα τραπέζι παρακαλώ (ენა ტრაპეზი პარაკალო) – ერთი მაგიდა, თუ შეიძლება (იგულისხმება კლიენტის სურვილი, შეუკვეთოს მაგიდა რესტორანში).
Για πόσα άτομα; (ია პოსა ატომა) – რამდენი ადამიანისთვის?
Για δυο άτομα (ია დიო ატომა) – ორი ადამიანისთვის.
Θέλετε γωνία, στο βάθος ή εδώ μπροστά; (თელეტე ღონია, სტო ვათოს ი ედო ბროსტა) – გსურთ კუთხეში, სიღრმეში თუ აქ, წინ?
Προτιμούμε στο βάθος και λίγο μακριά από το μπαρ (პროტიმუმე სტო ვათოს კე ლიღო მაკრია აპო ტო ბარ) – გვირჩევნია სიღრმეში და ბარისგან ცოტა შორს.
Σας αρέσει αυτό εδώ το τραπέζι; (სას არესი ავტო ედო ტო ტრაპეზი) – მოგწონთ ეს მაგიდა?
Πολύ ωραία (პოლი ორეა) – შესანიშნავია.
Τι θα θέλατε να πιείτε; (ტი თა თელატე ნა პიიტე) – რას დალევდით?
Προς το παρόν κρύο νερό (პროს ტო პარონ კრიო ნერო) – ჯერჯერობით ცივ წყალს.
Θέλετε να δείτε τον κατάλογο των αλκοολούχων ποτών; (თელეტე ნა დიტე ტონ კატალაგო ტონ ალკოლუხონ პოტონ) – გსურთ ნახოთ ალკოჰოლური სასმელების კატალოგი?
Αργότερα, με το φαγητό (არგოტერა, მე ტო ფაგიტო) – მოგვიანებით, კერძებთან ერთად.
Αυτός είναι ο κατάλογος των αλκοολούχων ποτών και αυτός ο κατάλογος των φαγητών. Μήπος θέλετε καφέ με το φαγητό σας; (ავტოს ინე ო კატალოგოს ტონ ალკოლუხონ პოტონ კე ავტოს ო კატალოგოს ტონ ფაგიტონ. მიპოს თელეტე კაფე მე ტო ფაგიტო სას) – ეს არის ალკოჰოლური სასმელების კატალოგი, ეს კი – კერძების. იქნებ საჭმელთან ერთად ყავაც გსურთ
Στο τέλος, με το επιδόρπιο (სტო ტელოს, მე ტო ეპიდორპიო) – ბოლოს, დესერტთან ერთად.
ვისწავლოთ რამდენიმე ახალი სიტყვა და გამოთქმა:
Βάθος (ვათოს) – სიღრმე
Προς το παρόν (პროს ტო პარონ) – ჯერჯერობით, ამ წუთისთვის
Μήπος (მიპოს) – იქნებ
Αργότερα (არგოტერა) – მოგვიანებით
Επιδόρπιο (ეპიდორპიო) – დესერტი
ახლა კი, ტრადიციულად ვნახოთ ვიდეო:
წინა, მე-12 გაკვეთილი იხილეთ ამ ლინკზე:
კომენტარები