საზოგადოებაქართველები უცხოეთშიხელოვნებაკულტურასაბერძნეთი

ქართული ეროვნული სიმღერები და ცეკვები – საზეიმო კონცერტი კვიპროსზე

23 ნოემბერს კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში გაიმართება ქართული ეროვნული სიმღერების და ცეკვების საზეიმო კონცერტი, რომელშიც ნიქოზიის, კიევისა და ათენის ქართულ დიასპორათა წარმომადგენელი ნიჭიერი და გამორჩეული მოზარდები მიიღებენ მონაწილეობას.

ერთობლივი ღონისძიება, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავის ეძღვნება, კუნძულ კვიპროსზე არსებული ქართული სათვისტომოს „ძალა ერთობაშია“ და ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიის“ მიერ 2016 წელს დაარსებული ინტერდიასპორული პროექტის ფარგლებში ტარდება. კონცერტს ნიქოზიის აღლანჯიის „სატირის თეატრი“ (“Σατιρικο Θεατρο”) უმასპინძლებს.

არ გამოტოვოთ ეს შესანიშნავი ღონისძიება და თუ შესაძლებლობა გაქვთ, თქვენი კვიპროსელი მეგობრებიც მიიწვიეთ ქართული ხელოვნების გასაცნობად.

ნიქოზიის აღლანჯიის „სატირის თეატრი“ (“Σατιρικο Θεατρο”).

კონცერტის დასაწყისი – 19:00 საათზე ადგილობრივი დროით.

ბილეთის ფასია 10 ევრო, ბავშვებისთვის კონცერტზე დასწრება უფასოა.

 

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close