კრიმინალიnewsსაქართველო

გორის პარკში პოლიცია, სავარაუდოდ, 14 წლის წინათ გატაცებული ბავშვის ცხედარს ეძებს

არაოფიციალური ინფორმაციით, გორის პარკში პოლიცია 14 წლის წინათ გატაცებული ბავშვის ცხედარს ეძებს, ადგილზე არიან გატაცებული ბავშვის ოჯახის წევრებიც. ამის შესახებ 1tv.ge წერს. 

გორის ე. წ. ახალ ბაღში ყველა შესასვლელი ბლოკირებულია.

როგორც 1tv.ge-ს არაოფიციალური წყარო ვარაუდობს, 11 წლის ბიჭის ცხედრის ადგილსამყოფელი გატაცების საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა იაგო ნებიერიძემ მიუთითა, რომელიც გორში ახლახან მომხდარი 8 წლის გოგონას შემზარავი მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

14 წლის წინათ გაუჩინარებული ბავშვის ამბავი 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობის შემდეგ ისევ გააქტიურდა. დაკარგული 11 მოზარდის დედა ვარაუდობს, რომ საქმეში იაგო ნებიერიძე ფიგურირებს, თუმცა ამ უკანასკნელს გამოძიებამ თავის დროზე ბრალი თანხის გამოძალვის მიზნით წაუყენა და სხვა მხრივ უდანაშაულოდ ცნო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close