პოლიტიკასაზოგადოებაქართველები უცხოეთშისაქართველო

„არ აჰყვეთ დისკრედიტაციის კამპანიას“, – სთხოვს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს

სოციალურ ქსელებში ისევ გრძელდება საკონსულოების დისკრედიტაციის კამპანია. ამის მაგალითია ცნობილი ბლოგერის, ირაკლი ლატარიას პოსტი, რომელიც მან ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა, –  ამ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი ლატარია თავის გვერდზე წერს, რომ მას დასახმარებლად მიმართა ნიუ-იორკში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა ემიგრანტმა და სთხოვა, რომ დახმარებოდა პრობლემის აფიშირებასა და გახმაურებაში: „მაპატიე, ირაკლი, რომ გაწუხებ… რეგისტრაცია დაშვებულია 11-ი ნოემბრის ჩათვლითო… ელ-ფოსტა გათიშულია, ტექნიკური მიზეზების გამოო. ხოლო საელჩო დაკეტილია!!! მოკლედ, მაგარი საბოტაჟია ნიუ-იორკში….ხალხი კითხულობს, რა ვქნათო????!!!!! გააჟღერე რაა ეს ამბავი!“

ირაკლი ლატარიას ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ამ ბრალდებაზე გუშინვე ოფიციალურად უპასუხა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც აცხადებენ, რომ ამგვარი ბრალდებები არის მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი და ფაქტი არ შეესაბამება რეალობას: „ირაკლი, გამარჯობა, გწერთ საგარეო საქმეთა სამინისტროდან. ქ. ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულო მუშაობს შეუფერხებლად და ემსახურება მოქალაქეებს. დღეს გავმართეთ საგანგებო ბრიფინგი, სადაც საუბარი გვქონდა იმაზე, რომ უკვე მიზანმიმართული ხასიათი მიიღო საკონსულოების დისკრედიტაციის კამპანიამ. ყველას გთხოვთ, არ აჰყვეთ ამ კამპანიას. ყველა საკონსულო მუშაობს განსაკუთრებულ რეჟიმში! ამის დასადასტურებლად გიგზავნით ნიუ-იორკიდან მიღებულ ვიდეოს, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩაიწერა გენერალურმა კონსულმა“, -ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ პასუხში.

სამინისტრო იქვე აქვეყნებს შესაბამის ვიდეომიმართვას და აცხადებს, რომ ნიუ-იორკის მსგავსად ყველა საკონსულო სრული დატვირთვით მუშაობს და ემსახურება მოქალაქეებს.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად იმ მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის ბოლო ვადა, რომლებიც არ იყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე, 11 ნოემბრის ჩათვლით იყო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკონსულოები შაბათ-კვირასაც  მუშაობდნენ განსაკუთრებული რეჟიმით.

იხილეთ ვიდეო:

 

 

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close