ბერძნული ტელევიზიის სიუჟეტები საბერძნეთში ქართული დიასპორის შესახებ
Alpa TV-ზე გასული სიუჟეტი, რომლის ინიციატორიც არის საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში, საბერძნეთის საზოგადოებას მოუთხრობს, ვინ არიან ქართული დიასპორის წარმომადგენლები, რომელ სფეროებში იმკვიდრებენ თავს ქართველები და აღწევენ წარმატებას, როგორ გახდნენ ისინი ბერძნული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი და რა წვლილი შეაქვთ საბერძნეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
სიუჟეტი ხაზს უსვამს საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის პრობლემას და ეხება იმ სამუშაოებს, რომლებსაც საქართველოს საელჩო ბერძენ პარტნიორებთან ერთად აწარმოებს.
სიუჟეტი საინტერესოდ აშუქებს 2018 წლის სექტემბერში საბერძნეთის ხელისუფლებისადმი ქართული ემიგრაციის წარმომადგენელთა პირველი მიმართვის ფაქტს, რომელიც ადასტურებს ქართული დიასპორის სურვილს, წვლილი შეიტანოს ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში, ქართველი და ბერძენი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის განმტკიცებაში.
Alpa TV-ს სიუჟეტი, რომელსაც ქვემოთ იხილავთ, ერთ-ერთია ქართული დიასპორისადმი მიძღვნილ სიუჟეტთა ციკლიდან. მეორე არანაკლებ საინტერესო სიუჟეტი გელით დღეს, 10:30 საათზე (ათენის დროით), გადაცემაში „Alpha ΡΕΠΟΡΤΑΖ“.
საქართველოს საელჩო თავის ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს სიუჟეტს და მადლობას უხდის ყველა თანამემამულეს, რომელიც დათანხმდა, ჩართულიყო ჩვენი ქვეყნისა და ქართული ემიგრაციის პოპულარიზაციისაკენ მიმართულ ამ პროექტში.
გიორგი ჯანელიძე
იხილეთ Alpa TV-ს სიუჟეტი:
Alpa TV-ის სიუჟეტი ქართული დიასპორის შესახებ
საქართველოს საელჩოს მიერ ინიცირებული Alpa TV-ის სიუჟეტი ქართული დიასპორის შესახებ, პირველად პასუხობს კითხვას, თუ ვინ წარმოადგენს ქართულ დიასპორას, რომელ სფეროებში ახდენენ ქართველები თვითდამკვიდრებას და აღწევენ წარმატებას, როგორ გახდნენ ისინი ბერძნული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი. სიუჟეტი კონკრეტულ აქცენტს სვამს საქართველოს მოქალაქეთა საბერძნეთში ლეგალიზაციის პრობლემაზე და ეხება იმ სამუშაოებს, რომლებსაც საელჩო ბერძენ პარტნიორებთან ერთად აწარმოებს. სიუჟეტი საინტერესოდ აშუქებს, 2018 წლის სექტემბერში, ქართული ემიგრაციის მიერ, საბერძნეთის ხელისუფლებისადმი პირველი მიმართვის ფაქტს, რაც ადასტურებს ქართული დიასპორის სურვილს, წვლილი შეიტანოს ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში, ქართველი და ბერძენი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის განმტკიცებაში.აღნიშნული გახლავთ ერთ-ერთი, ქართული დიასპორისადმი მიძღვნილ სიუჟეტთა ციკლიდან. მეორე არანაკლებ საინტერესო სიუჟეტი გელით ხვალ, 10:30 საათზე, გადაცემაში «Alpha ΡΕΠΟΡΤΑΖ». აქვე, გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ყველა თანამემამულეს, რომელიც დაგვთანხმდა, ჩართულიყო ჩვენი ქვეყნისა და ქართული ემიგრაციის პოპულარიზაციისაკენ მიმართული სიუჟეტების მომზადებაში.
Gepostet von საქართველოს საელჩო საბერძნეთში/Embassy of Georgia to the Hellenic Republic am Mittwoch, 31. Oktober 2018
კომენტარები