ცენტრალური საარჩევნო კომისია პრეზიდენტის არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს
ხმების დათვლა პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში, პრაქტიკულად, დამთავრდა. ცესკოს მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,66%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი – 37,7% მიიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს მხარი 614 964-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს კი – 599 662-მა ამომრჩეველმა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდაზე, ვაკეში, საბურთალოზე, ჩუღურეთსა და დიდუბეში იგებს, გრიგოლ ვაშაძე კი – კრწანისში, ისანში, სამგორში, ნაძალადევსა და გლდანში, თუმცა არცერთ საარჩევნო ოლქში არცერთ კანდიდატს ხმათა 50%-ზე მეტი არ მიუღია.
საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.
რამდენიმე დიდი ქალაქის საარჩევნო შედეგები ასეთია:
რუსთავი: გრიგოლ ვაშაძე – 21 775 ხმა (47.14%); სალომე ზურაბიშვილი – 11 242 ხმა (24.34%);
მცხეთა: გრიგოლ ვაშაძე – 8 939 ხმა (41.34%); სალომე ზურაბიშვილი – 7 856 ხმა (36.34%);
გორი: გრიგოლ ვაშაძე – 20 994 ხმა (42.5%); სალომე ზურაბიშვილი – 17 099 ხმა (34.61%);
ხაშური: გრიგოლ ვაშაძე – 9 125 ხმა (43.17%); სალომე ზურაბიშვილი – 7 009 ხმა (33.16%);
ზესტაფონი: გრიგოლ ვაშაძე – 9 815 ხმა (38.57%); სალომე ზურაბიშვილი – 9 041 ხმა (35.52%);
წყალტუბო: გრიგოლ ვაშაძე – 11 921 ხმა (48.2%); სალომე ზურაბიშვილი – 8 143 ხმა (32.93%);
ქუთაისი: გრიგოლ ვაშაძე – 29 585 ხმა (46.98%); სალომე ზურაბიშვილი – 18 058 ხმა (28.67%);
ზუგდიდი: გრიგოლ ვაშაძე – 23 526 ხმა (49.46%); სალომე ზურაბიშვილი – 16 129 ხმა (33.91%);
ფოთი: გრიგოლ ვაშაძე – 6 775 ხმა (39.82%); სალომე ზურაბიშვილი – 5 803 ხმა (34.11%);
ბათუმი: გრიგოლ ვაშაძე – 27 368 ხმა (44.8%); სალომე ზურაბიშვილი – 20 722 ხმა
კომენტარები