სამზარეულო

სოკოს კატლეტები მწვანილით და ნიგვზით (სამარხვო)

საჭირო პროდუქტი:

700 გ ქამა სოკო, 30 გ ოხრახუში, 4 ს/კ ზეითუნის ზეთი, 2 თავი ხახვი, 3 კბილი ნიორი, 2 ჩ/ჭ დაფშვნილი ორცხობილა, 3 ს/კ ტაჰინი (სეზამის სოუსი), 85 გ დაჭრილი და მოხალული ნიგოზი, 3 ს/კ სოიის სოუსი, 2 ს/კ სოუსი ჰოისინი, 1 ჩ/კ ორეგანო, 1/2 ჩ/კ სალბი (შალფეი), მარილი, შავი წიწაკა – გემოვნებით.

მომზადების წესი:

ბლენდერში დააქუცმაცეთ დაჭრილი სოკო და ოხრახუში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადაიტანეთ ჯამში. ტაფაზე გააცხელეთ 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, მოშუშეთ ხახვი და ნიორი. შეურიეთ სოკოს და დაუმატეთ 1,5-2 ჩ/ჭ ორცხობილა, ტაჰინი, სოუსი ჰოისონი, დაჭრილი ნიგოზი, სოიის სოუსი, ორეგანო, სალბი, მარილი და შავი წიწაკა. კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში 30 წუთი. ფარში უნდა იყოს რბილი, მაგრამ კარგად იკვრებოდეს. დაუმატეთ ორცხობილა და ტაჰინი. ფარშისგან გააკეთეთ კატლეტები. ტაფაზე გააცხელეთ დარჩენილი ზეითუნის ზეთი და შეწვით კატლეტები 3-5 წუთი ორივე მხრიდან.

ასევე ძალიან გემრიელი და უცხოა: სოკოს სალათა „დელიკატესი“ საახალწლო სუფრისთვის

სოკოს სალათა „დელიკატესი“ საახალწლო სუფრისთვის

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close