ბერძნული ენა – მერვე გაკვეთილი
მერვე გაკვეთილის თემაა თევზი, თევზის შეძენა და მისგან კერძის მომზადება. თევზი ყველგან პოპულარული საკვებია, საბერძნეთში კი – მით უმეტეს.
თავდაპირველად გავეცნოთ დიალოგის ტექსტს:
Καλημέρα (კალიმერა) – გამარჯობა.
Καλημέρα (კალიმერა) – გამარჯობა.
Πώς είσαι σήμερα (პოს ისე სიმერა) – როგორ ხარ დღეს?
Είμαι καλά, ευχαριστώ (იმე კალა, ევხარისტო) – კარგად ვარ, მადლობა.
Πού πηγαίνεις (პუ პიღენის) – სად მიდიხარ?
Πηγαίνω στην αγορά (პიღენო სტინ აღორა) – ბაზარში მივდივარ.
Τόσο πρωί (ტოსო პროი) – ასე დილით (ასე ადრე)?
Ναι, θέλω να δω αν τα ψαράδικα έχουν φρέσκα ψάρια (ნე, თელო ნა დო ან ტა ფსარადიკა ეხუნ fრესკა ფსარია) – დიახ, მინდა ვნახო, აქვთ თუ არა თევზის მაღაზიებს ახალი თევზი.
Θα ψήσεις ψάρια σήμερα (თა ფსისის ფსარია სიმერა) – დღეს თევზს შეწვავ?
Ναι, μια φορά την εβδομάδα τρόμε ψάρι (ნე, მია fორა ტინ ევდომადა ტრომე ფსარი) – დიახ, კვირაში ერთხელ ვჭამთ თევზს.
Τα παιδιά τρώνε ψάρι (ტა პედია ტრონე ფსარი) – ბავშვები ჭამენ თევზს?
Δεν τους αρέσει πολύ, αλλά το τρώνε (დენ ტუს არესი პოლი, ალა ტო ტრონე) – მანცდამაინც არ მოწონთ, მაგრამ ჭამენ.
Ελπίζω να βρεις φρέσκα ψάρια (ელპიზო ნა ვრის fრესკა ფსარია) – იმედი მაქვს იშოვი ახალ თევზს.
Ευχαριστώ, καλή μέρα να έχεις (ევხარისტო, კალი მერა ნა ეხის) – მადლობა, კარგ დღეს გისურვებ.
Κ’ εσύ το ίδιο. Καλή μέρα (კ ესი ტო იდიო. კალი მერა) – კარგ დღეს გისურვებ.
ვისწავლოთ რამდენიმე ახალი სიტყვა:
Αγορά (აღორა) – ბაზარი
Ψάρι (ფსარი) – თევზი
Ψαράδικο (ფსარადიკო) – თევზის მაღაზია
Ελπίζω (ელპიზო) – იმედი მაქვს
როგორც წესი, გამუქებულია ხმოვნები, რომლებზეც მახვილი მოდის.
ახლა კი ვნახოთ ვიდეო, რომელშიც ფრაზები ორ-ორჯერ მეორდება და ინგლისური სუბტიტრებიც ახლავს:
კომენტარები