მოდა/სილამაზეჯანმრთელობა

როგორ შევაფერხოთ ნაოჭების გაჩენა

ადამიანს ნაოჭები შეიძლება გაუჩნდეს ადრე ან შედარებით გვიანიმის მიხედვით, როგორია მისი ცხოვრების წესი, რა ავადმყოფობები გადაიტანა, როგორ უვლის სახის კანსნაოჭების გაჩენა ყველაზე დიდწილად ცხოვრების წესზეა დამოკიდებული.

ნაოჭები შეიძლება იყოს ზედაპირული, რაც სახის კანის ცუდი მოვლით ან მისი ძლიერი გამოშრობითაა გამოწვეული. შეიძლება იყოს ღრმა ნაოჭები, რომლებსაც კუნთებისა და კანის ელასტიკურობის დაქვეითება იწვევს. არსებობს, ასევე, მიმიკური ნაოჭები, რომლებიც ერთი და იმავე მიმიკის ხშირი გამეორების შედეგად ჩნდება, როგორიცაა, მაგალითად: შუბლის შეჭმუხვნა, წარბის წარა-მარა აწევა, ღიმილიანი იერის დიდხანს შენარჩუნება და ასე შემდეგ.

ზედაპირულ ნაოჭებს თავიდან აიცილებთ, თუ სახის კანს შესაბამისად მოუვლით. ეს განსაკუთრებით იმ ქალებმა უნდა გაითვალისწინონ, რომლებსაც მშრალი სახის კანი აქვთ, რადგან ნაოჭები ამ შემთხვევაში უფრო ხშირად ჩნდება, ვიდრე ცხიმიანი კანის დროს.

სხვადასხვა მკვებავი კრემის ხმარების გარდა კანის დატენიანებაზეც უნდა იზრუნოთ. ამისთვის დროდადრო შესაბამისი კომპრესები და სამკურნალო ბალახების ორთქლის აბაზანები უნდა გაიკეთოთ; კარგია ხილის ნიღბებიც. ზაფხულში კანი მზეს უნდა მოარიდოთ, რომ არ გამოშრეს. ზამთარში, თუ გამათბობელი გაქვთ ჩართული, ოთახში ჰაერი ორთქლით უნდა დატენიანდეს.

ნაოჭები შეიძლება წარმოიშვას სწრაფი გახდომის შემთხვევაშიც, ამასვე იწვევს კვამლიან ოთახში ყოფნა და თამბაქოს მოწევა. ნაოჭების ადრეულ წარმოშობას თავიდან აგაცილებთ ცხოვრების ჯანსაღი წესი, სახის კანის შესაბამისი მოვლა, მიმიკის კონტროლი და კარგი განწყობა.

კირა კარიაული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close