სტატისტიკური მონაცემები აშშ-ში მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეების შესახებ
კანონიერი მუდმივი ცხოვრების უფლების მქონენი – LAWFUL PERMANENT RESIDENTS (LPRs) ამერიკის შეერთებულ შტატებში არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც ეს სპეციალური სტატუსი აშშ-ის მთავრობისგან მიიღეს. მათ ხშირად, უბრალოდ, იმიგრანტებს უწოდებენ, მაგრამ ასევე ცნობილnი არიან, როგორც „მუდმივად მცხოვრები უცხოელები“, ან „მწვანე ბარათის“ მფლობელები.
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის (United States Department of Homeland Security) მონაცემებით, 2016 წლისთვის საქართველოს 1 635 მოქალაქემ მიიღო ასეთი სტატუსი. მათი უმრავლესობა (783 ადამიანი) ცხოვრობდა ნიუ-იორკში, კალიფორნიაში (185), ნიუ ჯერსიში (184) და პენსილვანიაში (119).
2016 წლისთვის მუდმივი ბინადრობის უფლების მიმღები საქართველოს მოქალაქეების ნაწილი (185 კაცი) დასაქმებული იყო მენეჯმენტისა და სხვა შესაბამის სფეროებში. საგულისხმოა, რომ 816 ადამიანის (ანუ საერთო რაოდენობის 50%-ის) საქმიანობის სფერო ჯერჯერობით უცნობია.
რაც შეეხება ასაკს, ასაკობრივი ჯგუფები თითქმის თანაბრადაა გადანაწილებული. საინტერესოა, რომ მუდმივი ბინადრობის უფლების მიმღებ 1 635 საქართველოს მოქალაქეს შორის 249 არასრულწლოვანია.
წყარო:
https://www.dhs.gov/profiles-lawful-permanent-residents-2016-country
კომენტარები