ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

ნოდიკო ტატიშვილი ემიგრანტებისთვის განსაკუთრებულად ემოციურად მღერის

„ყოველთვის ვამბობ, რომ განსაკუთრებულად ემოციური კონცერტები გამოდის ემიგრანტებთან – თბილიც, ცოტა სევდიანიც და, რა თქმა უნდა, მხიარულიც. საოცარი საზოგადოებაა, ბოლომდე მომყვებიან ყოველთვის და ხშირად დაგეგმილ პროგრამას ადგილზევე ვცვლი და უფრო დიდხანს ვმღერი ხოლმე, ვიდრე ეს მანამდე მქონდა განსაზღვრული. … როდესაც ასეთ სითბოს და ყურადღებას ვგრძნობ, კიდევ უფრო მეტად მინდა, რომ ყველაზე დასამახსოვრებელი და თბილი ქართული საღამო ვაჩუქო ჩვენს ემიგრანტებს“, – ამბობს ინტერვიუში მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, რომელიც 3 დღეში საკონცერტო ტურნეს დაიწყებს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ნოდიკო, ბოლო დროს საკმაოდ ბევრი კონცერტი აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ – ვგულისხმობ საინტერესო ვოიაჟვენასა და პარიზში. თებერვალში საფრანგეთის დედაქალაქში ნესტან სინჯიკაშვილმა კლიპიც კი  გადაიღ შენს ახალ სიმღერაზე ნუ განიკითხავმოგვიყევი შენი მომავალი საკონცერტო ტურნეს შესახებ: სად და როდის გაიმართება კონცერტები?

აშშ-ში სამი კონცერტის გასამართად ვემზადები. მიხარია, რომ ქართველ ემიგრანტებს შევხვდები. პირველი კონცერტი 11 მაისს ნიუ-იორკში ჩატარდება, შემდეგ ვაშინგტონში გადავინაცვლებ, სადაც 12 მაისს ვიმღერებ, მცირე ტურნე კი ფილადელფიაში 13 მაისსაა დაგეგმილი, რომელიც ღონისძიებით დასრულდება Golden Gates-ში. კონცერტების პროდიუსერი ნანიკო კორახაშვილია. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს,  ვინც ასე დაინტერესდა ჩემი კონცერტებით, რაც ძალიან მახარებს. ბილეთების რაოდენობა უკვე შეზღუდულია, ძალიან ცოტა ბილეთი დარჩა. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა მაკა ზამბახიძეს და გიორგი ნიკოლაიშვილს გვერდში დგომისთვის. ეს კონცერტები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც მომღერლისთვის.

ყოველთვის ვამბობ, რომ განსაკუთრებულად ემოციური კონცერტები გამოდის ემიგრანტებთან – თბილიც, ცოტა სევდიანიც და, რა თქმა უნდა, მხიარულიც. საოცარი საზოგადოებაა, ბოლომდე მომყვებიან ყოველთვის და ხშირად დაგეგმილ პროგრამას ადგილზევე ვცვლი და უფრო დიდხანს ვმღერი ხოლმე, ვიდრე ეს მანამდე მქონდა განსაზღვრული. მადლობა თითოეულ ადამიანს, ძალიან ბევრი წერილი მივიღე მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ინფორმაცია ჩემი კონცერტების შესახებ; მწერდნენ იმ შტატებიდან, სადაც კონცერტებია და ასევე სხვა შტატებიდანაც, კანადიდანაც კი შემეხმიანენ და ჩამოდიან კონცერტებზე. ეს მახარებს და როდესაც ასეთ სითბოს და ყურადღებას ვგრძნობ, კიდევ უფრო მეტად მინდა, რომ ყველაზე დასამახსოვრებელი და თბილი ქართული საღამო ვაჩუქო ჩვენს ემიგრანტებს.

სიმღერები ალბათ შენი ახალი რეპერტუარიდან იქნება, არა?
ამ კონცერტებზე ჩემი ახალი ალბომი ჩამაქვს, რომელიც თვე-ნახევრის წინ გამოვიდა, ჩემს ახალ სიმღერასა და კლიპთან ერთად, რომელიც პარიზში გადავიღე. საკონცერტო პროგრამაშია სიმღერები ჩემი რეპერტუარიდან და, ასევე, ის ქართული სიმღერები, რომლებმაც უკვე ათეულ წლებს გაუძლო და ყველას უყვარს.

ბოლოს ვენაში ვიმღერე და დღემდე მომყვება ის ემოცია: სავსე დარბაზი, ხალხი ფეხზეც კი იდგა, 2-საათიანი პროგრამა იყო და მიხარია, რომ ქართველების ბედნიერ სახეებს ვხედავდი. ასე მგონია, რომ ჩემი ამ ქართული კონცერტებით დროებით მაინც ვაბრუნებ მათ სამშობლოში; ძალიან ხშირად შემიმჩნევია მათ თვალებზე ცრემლიც, სიხარულიც, მონატრებაც და ა. შ. გულწრფელად მესმის მათი, ბევრ მათგანს დიდი ხანია არ უნახავს თავისი სამშობლო, ოჯახის წევრები და მეგობრები და ენატრებათ, ამიტომაც მთელი გულითა და სულით ვაკეთებ ყველაფერს, რათა ემოციურად სავსე გავუშვა ჩემი მსმენელი კონცერტიდან, რომ ეს ემოცია დიდხანს გაჰყვეთ. რაც სცენაზე ვდგავარ და რაც ემიგრანტებთან გასტროლებზე დავდივარ, ყოველთვის უდიდეს სიყვარულს და სითბოს ვგრძნობ და მინდა, რომ ჩემგანაც მაქსიმალური სიყვარული და პატივისცემა მიიღონ.

კონცერტის დროს რაიმე სასაცილო ფაქტს ხომ არ გაიხსენებდი?
ზოგადად, კონცერტებზე ყოფილა სასაცილო მომენტები. მაგალითად, ერთხელ გამოვედი სცენაზე, სავსე დარბაზი იყო და განათება არ აინთო თავის დროზე – თითქმის ნახევარი სიმღერა სიბნელეში ვიმღერე და სიცილი ამიტყდა. სრულ გაუგებრობაში ვიყავი. რა თქმა უნდა, მაყურებელი ამას იუმორით და ტაშით შეხვდა… საოცარია, როცა კონცერტზე მომღერალსა და მაყურებელს უშუალო და ძალიან ახლო კონტაქტი აქვთ. არავინ იფიქროს, რომ მაყურებელსა და მსმენელს რამე გამოეპარება.

ნოდიკო, წარმატებულ ტურნეს გისურვებ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

დიდი მადლობა.                                      

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close