სამზარეულო
მწვანე აჯიკა
საჭირო პროდუქტი: 100 გ მწვანე ცხარე წიწაკა, 1-2 მწვანე ტკბილი წიწაკა, 2-3 კბილი ნიორი, 1 ჩ/კ ქინძის მარცვლები, 1 ჩ/კ ღვინის ძმარი, თითო კონა ქინძი და ოხრახუში, მარილი გემოვნებით.
წიწაკა გარეცხეთ, გააშრეთ და თესლი გამოაცალეთ. წიწაკა, ნიორი, ქინძის თესლი, მწვანილი, მარილი დააქუცმაცეთ ბლენდერში ან კომბაინში სასურველ კონსისტენციამდე; გადმოიღეთ და დაუმატეთ ძმარი, გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.
კომენტარები