26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქების ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებით განათდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში საქართველოსთან მეგობრობის სიმბოლოდ განთავსდება მემორიალური დაფები, უმაღლეს სასწავლებლებში მოეწყობა ქართული კუთხეები, ლიტვის რესპუბლიკის დედაქალაქ ვილნიუსში კი საქართველოს სახელობის ქუჩა გაიხსნება. სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია, აგრეთვე, 100-ზე მეტი კულტურული ღონისძიება, სამეცნიერო კონფერენცია, ლექციები და სხვა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილ ღონისძიებებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განცხადება დღეს გააკეთა.
კომენტარები