საბერძნეთიისტორია

გეორგიანი – „ქართული“ სოფელი საბერძნეთში (ვიდეო)

საბერძნეთში, ცენტრალურ მაკედონიაში, არსებობს ერთი სოფელი, რომლის სახელწოდებაა გეორგიანი (ΓΕΩΡΓΙΑΝΟΙ), რაც სიტყვასიტყვით „ქართველებს“ ნიშნავს. სოფელი ვერიის ოლქის იმათიის პრეფექტურას ეკუთვნის.

ისტორიულად ამ ადგილზე მდებარეობდა სოფელი ტოპლიანი (Τόπλιανη), რომელიც 1822 წელს, ნაუსის აჯანყების დროს თურქებმა გადაწვეს. 100 წლის განმავლობაში აქ მოსახლეობას არ უცხოვრია. 1922 წელს სოფელში კავკასიიდან დევნილი პონტოელი ბერძნები დასახლდნენ და სწორედ მათ შეუცვალეს სახელი დასახლებას. 1928 წლიდან სოფელს გეორგიანი ეწოდება.

პონტოელი ბერძნები, რომლებიც აქ დასახლდნენ, წარმოშობით არტაანის მხარის სოფელ ხანაკის მცხოვრებლები იყვნენ. ისინი 1921 წელს, თურქების მიერ ამ მხარის დაპყრობის შემდეგ, საბერძნეთში გადავიდნენ საცხოვრებლად.

როგორც ჩანს, საბერძნეთში წასულ ამ ადამიანებში საკმაოდ ძლიერი იყო ქართული ცნობიერება. მიუხედავად იმისა, რომ მათ ელადაში დამკვიდრება არჩიეს, საკუთარ სოფელს „ქართველები“ დაარქვეს.

დღეს სოფელში დაახლოებით 300  ადამიანი ცხოვრობს.

გიორგი ჯანელიძე

იხილეთ სოფელ გეორგიანის ხედები:

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close