ჯანმრთელობა

ქოლესტერინის დონის შემცირება კიტრის წვენით – მარტივად და უსაფრთხოდ

ორგანიზმში ქოლესტერინის დონის შემცირებაში კიტრის წვენი დაგეხმარებათ.

ამისთვის 100-150 მლ ახალგამოწურულ კიტრის წვენს დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი. მიღებული ნარევი დალიეთ 3-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი, სულ ცოტა, ერთი კვირაა, კიტრის სეზონზე კი შეგიძლიათ 2 კვირაც გააგრძელოთ. შემდეგ 2 კვირა დაისვენეთ და მკურნალობა გაიმეორეთ.

კიტრის წვენი შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზაციაში, წმენდს ორგანიზმს, ამარაგებს ვიტამინებით, მაკრო და მიკროელემენტებით. კიტრის წვენი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს და ნატრიუმს, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის.

კიტრის წვენის გამოწურვა თქვენთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი მეთოდით შეგიძლიათ. ნუ გათლით, კანი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, მხოლოდ კარგად გარეცხეთ. ახალგამოწურული კიტრის წვენი პირველი 30 წუთის განმავლობაში უნდა მიიღოთ, თორემ შემდეგ სამკურნალო თვისებების დიდ ნაწილს კარგავს.

გაფრთხილება: კიტრის წვენით მკურნალობა არ შეიძლება კუჭ-ნაწლავისა და თირკმელების სერიოზული დაავადებების დროს.

ზოგადი ინფორმაცია: სისხლში ქოლესტერინის დონის შემოწმება შეგიძლიათ პოლიკლინიკაში. ეს ანალიზი უზმოზე ტარდება – პროცედურის წინ 12 საათის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ საკვები, დალევით კი მხოლოდ სასმელი წყლის დალევა შეიძლება.

სისხლში ქოლესტერინის დონე აუცილებლად უნდა შეიმოწმონ:

* მამაკაცებმა 40 წლის ზემოთ;

* ქალებმა მენოპაუზის შემდეგ;

* შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა;

* ინფარქტ- და ინსულტგადატანილმა პაციენტებმა;

* ადამიანებმა, რომლებსაც სიმსუქნე ან ჭარბი წონა აწუხებთ;

* მათ, ვინც უმოძრაო ცხოვრების წესით ცხოვრობს;

* მწეველებმა.

შენიშვნა: ახლა კიტრის სეზონია, მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ეკოლოგიურად სუფთა კიტრიდან გამოვწუროთ წვენი? ჭარბი პესტიციდები კიტრიდან გამოაქვს მარილწყალს: 15-20 წუთის განმავლობაში დატოვეთ ეს ბოსტნეული მარილწყალში და შემდეგ კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით.

კირა კარიაული

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close