newsსაბერძნეთი

საბერძნეთში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება: რა შემთხვევაში ჩამოგართმევენ მართვის მოწმობას?

საბერძნეთის პარლამენტში დარეგისტრირდა საგზაო მოძრაობის ახალი კოდექსი, რომლის მიხედვითაც, მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება იგეგმება. კერძოდ, ამიერიდან ერთი და იმავე დარღვევისთვის სხვადასხვა ჯარიმა დაწესდება – ჯარიმის ზომა დამრღვევის შემოსავლების მიხედვით განისაზღვრება. კრიტერიუმად მოქალაქის ყოველწლიური საშემოსავლო დეკლარაციას გამოიყენებენ. ჯარიმები ძველ დონეზე დარჩება, მაგრამ მაღალი შემოსავლების მქონეთ მეტი თანხის გადახდა მოუწევთ, ზოგ შემთხვევაში ჩვეულებრივზე სამჯერ მეტის. კოდექსის დამტკიცების შემდეგ შესაბამისი სკალა გამოქვეყნდება.

როგორც ხელისუფლებაში განმარტავენ, ახალი რეგულაციის მიზანია, მდიდარ ადამიანებს, რომლებიც შეგნებულად არღვევენ მოძრაობის წესებს, რადგანაც ფული აქვთ, ასეთი ქცევის მოტივაცია წაართვან.

აქვე ჩამოგითვლით იმ შემთხვევებს, როცა მართვის მოწმობას მძღოლს ავტომატურად ჩამოართმევენ ორი თვის ვადით:

1. მანქანის მართვისას მობილურ ტელეფონზე ყურსასმენის გარეშე საუბრის შემთხვევაში;

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა გადასასვლელებზე მანქანის პარკინგის შემთხვევაში;

3. საავარიო ზოლზე გადაადგილების შემთხვევაში.

4. თუ უსაფრთხოების ღვედი არ გიკეთიათ, ხოლო მოტოციკლეტს ჩაფხუტის გარეშე მართავთ;

5. სიგარეტის ნამწვის ავტომობილის ფანჯრიდან გადაგდების შემთხვევაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close