newsსაბერძნეთი
მაკედონია თოვლით დაიფარა
24 თებერვლიდან მოყოლებული, საბერძნეთში ამინდი მკვეთრად გაუარესდა, განსაკუთრებით მაკედონიის ოლქში. ქალაქ თესალონიკში სპეციალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რათა აეროპორტისა და საავადმყოფოებისკენ მიმავალი გზები წესრიგში იყოს და შეფერხებები არ მოხდეს.
განსაკუთრებით გართულებულია მდგომარეობა თესალონიკი-ალექსანდრუპოლის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე. ანალოგიური ვითარებაა შექმნილი სამხრეთის მიმართულებითაც. ქალაქ ლამიამდე მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა უსაფრთხო.
კომენტარები