საზოგადოებაnewsსაქართველო

„სიკვდილთან მებრძოლი რაინდი“ – გია მაისაშვილი გარდაიცვალა

„გარდაიცვალა სიკვდილთან მებრძოლი რაინდი“ – ასე ეხმაურება ერთ-ერთი ქართველი ფეისბუქში გია მაისაშვილის გარდაცვალებას.

ქართველი პოლიტიკოსი, „ლიდერთა სკოლის“ დამფუძნებელი გია მაისაშვილი აშშ-ში გარდაიცვალა 55 წლის ასაკში (წლეულს ნოემბერში შეუსრულდებოდა 56 წელი). მას ექიმებმა 2015 წელს თავის ტვინის კიბოს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. გია მაისაშვილის უამრავი გულშემატკივარი ფეისბუქის მეშვეობით ადევნებდა თვალს მის შეუპოვარ ბრძოლას კიბოს წინააღმდეგ, ისინი მხარში ედგნენ მას როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად. იგი თავისი სულიერი სიძლიერით და შეუპოვრობით აღაფრთოვანებდა და სიცოცხლის ძალას აძლევდა უამრავ ადამიანს. გიამ 40-დღიანი შიმშილობის კურსიც კი ჩაიტარა, არ დაეცა სულით და ბრძოლას ბოლომდე აგრძელებდა – ამიტომაც შეარქვეს მას „სიკვდილთან მებრძოლი რაინდი“. ამ ბრძოლის პარალელურად გია მაისაშვილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობასაც ცდილობდა.

პროფესიით ეკონომისტი გია მაისაშვილ გასული საუკუნის 90-იან წლებში აშშ-ში მუშაობდა. იგი საქართველოში 2003 წელს დაბრუნდა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის კონსულტანტი გახდა ეკონომიკის საკითხებში. 2007 წელს გია მაისაშვილმა ჩამოაყალიბა პოლიტიკური ორგანიზაცია „მომავლის პარტია.“ იგი 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებშიც იყრიდა კენჭს.

nostal.ge-ს გუნდი მწუხარებას გამოთქვამს გია მაისაშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს და ახლობლებს, ყველა ადამიანს, რომელსაც „სიკვდილთან მებრძოლი რაინდის“ გარდაცვალებამ გული დასწყვიტა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close