პოლიტიკაnewsსაქართველო

მიხეილ სააკაშვილს ნიდერლანდებმა ბინადრობის უფლება მისცა

მიხეილ სააკაშვილს ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცეს. ეს სტატუსი საქართველოს მესამე პრეზიდენტს ნიდერლანდებმა მიანიჭა. დოკუმენტი ჰოლანდიის სამთავრობო უწყებებმა სააკაშვილს დღეს გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ავრცელებს.

დეკემბერში ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰალბე ზეილსტრამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სააკაშვილს აქვს უფლება, ნიდერლანდების მოქალაქე გახდეს, თუმცა სააკაშვილს მოქალაქეობის მისაღებად ნიდერლანდებისთვის არ მიუმართავს. ის დღემდე მოქალაქეობის არმქონე პირია მას შემდეგ, რაც 2017 წლის ზაფხულში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close