საბერძნეთმა აშშ-ს თავის ტერიტორიაზე მუდმივი სამხედრო ბაზების შექმნა შესთავაზა

1391
ჯეიმს მეტი და პანოს კამენოსი

საბერძნეთი შეერთებულ შტატებს თავის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების მშენებლობას სთავაზობს ქალაქებთან – ვოლოსთან, ლარისსა და ალექსანდრუპოლისთან, პორტ სუდასთან (სუდას ყურეში, ხანია, კრეტა) ერთად, რომელსაც პენტაგონი უკვე იყენებს თავისი სამხედრო მიზნებისთვის (იქ არის განთავსებული F-15 მოდელის გამანადგურებლები).

ამ წინადადებით ჯეიმს მეტის საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა პანოს კამენოსმა მიმართა პენტაგონში 10 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე.

„საბერძნეთი აშშ-ში თავის სტრატეგიულ პარტნიორს და მოკავშირეს ხედავს – გავბედავ და ვიტყვი, ერთადერთ მოკავშირეს. საბერძნეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განავითაროს თავისი შეიარაღებული ძალები ჩვენს ქვეყანაში უფრო მუდმივ საფუძველზე არა მარტო სუდის ყურეში, არამედ, აგრეთვე, ვოლოსში, ლარისსა და ალექსანდრუპოლისში“, – თავდაცვის მინისტრის ამ სიტყვებს გაზეთი „კათიმერინი“ აქვეყნებს.

აპრილში საბერძნეთმა და შტატებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას F-16 გამანადგუერებლების მოდერნიზაციის თაობაზე.

შეთავაზებული ობიექტები შემთხვევით არ აურჩევიათ:„ალექსანდრუპოლისის პორტს აშშ-ის არმია უკვე იყენებს ამერიკული ვერტმფრენების გადასაადგილებლად აღმოსავლეთ ევროპაში. საბერძნეთის სამხედრო საჰაერო ძალების 110-ე საბრძოლო ფრთაზე ლარისის აეროდრომზე მუდმივად არის განთავსებული ამერიკული დრონები MQ-9 Reaper, ხოლო ბოლო თვეებში იქ F-22 Raptor-ებიც დაემატა“, – წერს Kathimerini.

ორი მინისტრის დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხი. ამ სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის დადასტურებაა მანევრები, რომელიც კრეტაზე დეკემბერში მოეწყობა და ყველაზე ფართომასშტაბიანი იქნება, რაც კი ოდესმე გამართულა საბერძნეთში.

მედიის თხოვნით, პანოს კამენოსმა განმარტა, რომ არის სტრუქტურები, რომელთა თავის სიახლოვეს განთავსებაში საბერძნეთი დაინტერესებულია. „არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ შევედით პერიოდში, როდესაც არსებობს საშიშროების ახალი სახეები, არსებობს კიბერომი, თანამგზავრული ინფორმაცია, ძალიან ბევრი ახალი საშუალება, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა დაამუშავა და საბერძნეთში მათი განთავსება ძალიან დაგვეხმარება ჩვენს საკუთარ თავდაცვით პოლიტიკაში“, – აღნიშნა კამენოსმა.

ჯეიმს მეტიმ, თავის მხრივ, დაადასტურა აშშ-ისა და საბერძნეთის მჭიდრო თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში და კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ საბერძნეთი აპირებს თავდაცვის ხარჯები 2%-ის დონეზე შეინარჩუნოს, აგრეთვე, ცოტა ხნის წინ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებითაც F-16 გამანადგურებლების მოდერნიზაციის თაობაზე.

ჯერ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს შტატები თავისი მუდმივი სამხედრო ბაზების განთავსების თაობაზე საბერძნეთში, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ ევროპაში სულ უფრო მყარად იკიდებს ფეხს – ამას მოწმობს პოლონეთთან მიღწეული შეთანხმება მუდმივმოქმედი სამხედრო ბაზის მშენებლობის თაობაზე, რომელზეც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

სექტემბერში ბერძნულმა ტელეარხმა ANT1-მა გადმოსცა, რომ შეერთებული შტატები აპირებს გამოიტანოს თავისი შეიარაღება თურქეთის ინჯირლიკის სამხედრო ბაზიდან და შემცვლელად საბერძნეთის ავიაბაზას ამზადებენ. „საბერძნეთი და შეერთებული შტატები დღეისათვის მოლაპარაკებებს აწარმოებენ კუნძულ კარპატოსზე ავიაბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით, სადაც, თუ ამ შეთანხმებას მიაღწიეს, განათავსებენ თვითმფრინავებს F-22 Raptor, აგრეთვე, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს Patriot“, – იუწყებოდა არხი და ვარაუდს გამოთქვამდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა კამენოსის პენტაგონში ვიზიტისას გაიმართებოდა.

კუნძული კარპატოსი როდოსიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 47 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და დოდეკანესის კუნძულების ჯგუფში შედის.

კომენტარები
Загрузка...