„ლურჯი ვეშაპის“ გამო მოზარდი აივნიდან გადახტა

216

16 აპრილს, გამთენიისას უბედური შემთხვევა მოხდა საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე, ქალაქ მიტილინში. 17 წლის მოზარდი საკუთარი ბინის აივნიდან თვითმკვლელობის მიზნით გადახტა.


როგორც აღმოჩნდა, მოზარდი „ლურჯი ვეშაპის“ – ცნობილი ინტერნეტ „თამაშის“ მსხვერპლია. აღნიშნულ ქსელში ჩაბმულ ბავშვებს თვითმკვლელობის მიდრეკილება უჩნდებათ. ამ შემთხვევაში მოზარდს ძალიან გაუმართლა – ის მეორე სართულიდან გადახტა (საქართველოს ათვლის სისტემით – მესამე სართული), თუმცა ცოცხალი გადარჩა. ექიმების დასკვნით, მან მხოლოდ ფეხი მოიტეხა, თავის არეში უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო და სრულიად კონტაქტურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ მოზარდის კომპიუტერი ამოიღო, რათა მისი მიმოწერა გამოიკვლიოს და დაადგინოს, თუ ვინ უბიძგა 17 წლის ბიჭს თვითმკვლელობისკენ.

კომენტარები
Загрузка...