სპორტი

კვარაცხელიას გარეშე „ნაპოლიმ“ „უდინეზე“ ვერ დაამარცხა

იტალიის სერია A-ში ​„ნაპოლიმ“ ერთ-ერთი აუტსაიდერის – „უდინეზეს“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ითამაშა და უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება 1:1 დაასრულა, მაგრამ ევროტურნირების საგზურის მოსაპოვებლად ნაბიჯი მაინც გადადგა. კვარაცხელიამ კუნთის ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

პირველ ტაიმში გუნდებმა გოლი ვერ გაიტანეს. მეორე ნახევარში კი „ნაპოლი“ სწრაფად დაწინაურდა – 51-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან მატეო პოლიტანოს შესანიშნავი გადაცემით ვიქტორ ოსიმენმა ისარგებლა, მცველს დაასწრო და ახლოდან ზუსტი დარტყმით სტუმრები დააწინაურა. ოსიმენმა მე-80 წუთზეც გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი არ ჩაუთვალეს. 90+2-ე წუთზე კი „უდინეზემ“ ისააკ საქსესის გოლით ქულა გადაარჩინა.

ნაპოლიმ“ 35 ტურის შემდეგ 51 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზეა – ცნობილია, რომ მიმდინარე ევროსეზონის შედეგებით იტალიიდან ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი გუნდი ითამაშებს. აქედან გამომდინარე, ნეაპოლელებს ამჟამინდელი პოზიცია კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებას აძლევს.

ამავე დროს, სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ნეაპოლელები ევროპის ლიგის საგზურისთვის მებრძოლ გუნდებს ხუთი ქულით ჩამორჩებიან, ხოლო ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლებს – ცხრა ქულით.

მერაბ მამულაშვილი
1tv.ge
p. s. (nostal.ge) – მიმდინარე სეზონში ჩემპიონის ტიტული უკვე გაინაღდა მილანის „ინეტრმა“, რომელსაც ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 89 ქულა აქვს და უახლოესი „მდევარი“ – მილანის „მილანი“ (71 ქულა) 18 ქულით ჩამორჩება. მესამე ადგილზეა ტურინის „იუვენტუსი“ 66 ქულით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close