მსოფლიოპოლიტიკა

ატომური ელექტროსადგურის აფეთქების ტყუილად გეშინიათ, მეგობრებო! – დამაიმედებელი ინფორმაცია ავტორიტეტული მეცნიერებისგან

უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებიდან პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს 1986 წლის ავარიის შემდეგ დაკონსერვებულ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს.

უკრაინის ელექტრომომარაგების ოპერატორის – „უკრენერჰოს“ ინფორმაციის თანახმად, ელექტროგადამცემი ხაზები სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა და კიევის ჩრდილოეთით მიმდინარე ბრძოლების გამო შეუძლებელია მათი შეკეთება. შედეგად ჩერნობილის აეს-ს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

„ელექტრომომარაგების შეწყვეტა საფრთხეს უქმნის 20 ტონამდე რადიოაქტიურ ნარჩენებს, რომელიც განუწყვეტლივ უნდა გაგრილდეს, რათა არ მოხდეს რადიაციის გაჟონვა და საფრთხე არ შეექმნას უკრაინას, რუსეთს, ბელარუსსა და ევროპას“, – ნათქვამია „უკრენერჰოს“ განცხადებაში.

3 მარტს, ღამით კი რუსი სამხედროების მიერ დაიბომბა უკრაინის კიდევ ერთი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია. ის ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია და 6 ენერგობლოკს მოიცავს.

ბოლო ინფორმაციით, რადიაციის დონე გაზრდილი არ არის, თუმცა სპეციალისტები სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან.

ბუნებრივია, ბირთვული საშიშროების საფრთხის გამო უკრაინის და არა მარტო უკრაინის მოსახლეობას მუდმივი შიში აქვს. ამ შიშს უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებებიც ამძაფრებს.

მაგალითად, 3 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ თუ „ზაპოროჟიეს აფეთქდება ატომური ელექტროსადგური, რომელიც ევროპაში უდიდესია, აფეთქება ჩერნობილზე 10-ჯერ მასშტაბური იქნება“.

4 მარტს შექმნილი საფრთხის გამო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპას მოუწოდა, გაიღვიძოს. ზელენსკის თქმით, უკრაინაში 4 ატომური ელექტროსადგურის 15 ბირთვული ბლოკია და თუ აფეთქება მოხდება, ეს არის ყველას დასასრული, ევროპის დასასრული და ევროპის ევაკუაცია.

უკრაინის ატომური ელექტროსადგურები

ამ განცხადებების ფონზე დამაიმედებელია სტატია, რომლის ავტორებიც არიან კვანტური ფიზიკის პროფესორი Thomas Whalcher-ი და ნეიტრონული ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი Hans-Peter Duerr-ი.

სტატია თარგმნა და სოციალურ ქსელში გაავრცელა ფსიქოკონსულტანტმა ილია ნიკაჭაძემ.

„ატომური სადგურის აფეთქების ტყუილად გეშინიათ, მეგობრებო!

თქვენთვის ვთარგმნე ცხელ-ცხელი სტატია ერთ-ერთი ავტორიტეტული გერმანულენოვანი ბირთვული ფიზიკის ფორუმიდან.

მოკლედ, ჩერნობილი და ფუკუშიმა უკრაინაში არ განმეორდება, ახლავე აგიხსნით, რატომ:

ჩერნობილში იმიტომ მოხდა აფეთქება, რომ ცდებს ატარებდნენ, უსაფრთხოების სისტემა გათიშეს, რეაქტორი გააღეს და მაქსიმალურ სიმძლავრეზე ამუშავებდნენ და თან აკვირდებოდნენ, პროცესების მართვა ვეღარ შეძლეს და მოხდა აფეთქება, უსაფრთხოების სისტემა გათიშული იყო და ვერ იმუშავა, ამიტომ აფეთქებამ მთელი სადგური დაანგრია და დაიწყო გაჟონვა.

ატომურ ელექტროსადგურს გარედან იცავს რკინაბეტონის ჯავშანი, მანდ შეჭრილ ჯარს არ აქვს იარაღი, რომლითაც გარედან დააზიანებს სადგურს, შიგნით უნდა შევიდნენ და გენერატორი ხელით დაშალონ, ეს თვითმკვლელობაა და ამაზე არავინ წავა.

ატომური სადგურის ავარიის მხოლოდ 2 ვარიანტი არსებობს, ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბი უნდა ესროლონ, ან ბუნებრივი კატასტროფა უნდა მოხდეს რამე ძალიან საშინელი.

დავუშვათ, მაინც მოხდა ავარია, ამ შემთხვევაში ირთვება უსაფრთხოების ავტონომიური სისტემა, რომლის დაზიანებაც შეუძლებელია.

იაპონიაში ფუკუშიმას ატომური სადგური დაზიანდა ცუნამის გამო რამდენიმე წლის წინ, ალბათ ყველას გახსოვთ, მაგრამ იქ მალევე მოახერხეს უსაფრთხოების სისტემის ჩართვა და კატასტროფა თავიდან აირიდეს.

ახლა – რა არის ეს უსაფრთხოების სისტემა და როგორ მუშაობს.

წარმოიდგინეთ დიდი მაგნიტური ანტირადიაციული ფარი, რომელიც ზემოდან ადევს ამ ბირთვულ რეაქტორს და ასრულებს სტაბილიზატორის ფუნქციას, თუ მცირე გაჟონვა მაინც მოხდა, ეს მაგნიტური ანტირადიაცული ფარი იზიდავს ამ რადიაციულ სხივებს, ერთად აგროვებს და ტყვიის კოლექტორში გადააქვს, ანუ ხელს უშლის, რომ რადიაცია მთელ დედამიწაზე არ გავრცელდეს.

ჩერნობილში ეს ანტირადიაციული ფარი მეცნიერებმა გამორთეს, რომ ექსპერიმენტი ჩაეტარებინათ, იაპონიაში ცუნამის გამო ჩამოვარდა და გამოირთო, მაგრამ ახლა მსგავსი რამ გამორიცხულია უკრაინაში, რადგან 15 ატომური სადგური აქვს უკრაინას [უკრაინაში არის 4 ატომური ელექტროსადგური, რომლებიც მთლიანობაში მოიცავენ 15 ბირთვულ ბლოკს – nostal.ge-ს შენიშვნა] და ყველა აღჭურვილია თანამედროვე ანტირადიაციული მაგნიტური ფარით, რადიაციის გაჟონვა რომ მოხდეს, უსაფრთხოების სისტემა იმუშავებს, ჩვენამდე კი არა ახლომდებარე ქალაქებამდეც არ მიაღწევს რადიაცია, დაცულები ვართ ყველანაირად.

გააზიარეთ, რომ შეწყდეს პანიკა“, – წერს ილია ნიკაჭაძე.

პანიკა კი მართლაც არსებობს – მაგ., ბოლო დღეებში არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც – მაგ., იტალიაში – აფთიაქებიდან გაქრა ჩვეულებრივი იოდი (5%-იანი ხსნარი) და იოდის შემცველი პრეპარატები  – მოსახლეობამ მისი მომარაგება დაიწყო მიუხედავად გაფრთხილებებისა, რომ იოდის პრეპარატების მიღება თვითნებურად, პროფილაქტიკის მიზნით, სპეციალისტის რეკომენდაციის დაცვის გარეშე დაუშვებელია და შესაძლოა სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენოს ადამიანის ჯანმრთელობა. ერთადერთი რეკომენდაცია ამ ეტაპზე არის ის, რომ იოდიზებული მარილი მოვიხმაროთ.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close