ჯანმრთელობარჩევები

რაზე მიანიშნებს ხელის კანის ფერი და მგრძნობელობა: 11 საგანგაშო სიმპტომი

ხშირად ხელებზე მომხდარ ცვლილებებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ, არადა, ამას ორგანიზმში მიმდინარე პროცესების შესახებ ბევრი რამის თქმა შეუძლია, აცხადებენ მედიკოსები.

მათი თქმით, მაგალითად, კანის ფერი, სტრუქტურა თუ შეგრძნებები შესაძლოა გარკვეული პათოლოგიების არსებობაზე მეტყველებდეს.

ვნახოთ, ხელების ესა თუ ის სიმპტომები რომელ ნოზოლოგიებზე მიანიშნებს:

  • თითის სახსრებში ტკაცუნი – მიუთითებს კალციუმის ნაკლებობაზე ან ართროზის გამოვლინებაზე (ართროზის ნიშანია ხელის თითების ფორმის შეცვლაც);
  • გაწითლებული თითის წვერები – მეტყველებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებზე. თუ თითის ბალიშები იისფერია, შეიმოწმეთ შარდგამომყოფი სისტემა (კერძოდ, თირკმელები) ან ღვიძლი;
  • ცივი ხელები/ხელისგულები – მეტყველებს სისხლის მიმოქცევის დარღვევაზე;
    თუ ხელები გიხურთ, სასურველია ხერხემლის გამოკვლევა, კერძოდ, ოსტეოქონდროზზე; ან ღვიძლი ვერ უმკლავდება ინტოქსიკაციას (წინა დღით ალკოჰოლის მიღების გამო);
  • ნეკა თითის დაბუჟება მიუთითებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამას თან ახლავს ტკივილი მარცხენა ხელში და კანის საფარველის ციანოზური (მოლურჯო) ელფერი;
  • ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება/დაბუჟება – ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების მიმანიშნებელია; ხოლო თუ ამას თან ერთვის წვის შეგრძნება, ტკივილი ხელებში, წვრილი მოტორიკის დაქვეითება – ეს უკვე მიგვანიშნებს გვირაბის სინდრომის არსებობაზე (მიეკუთვნება პროფესიულ დაავადებებს, მაგ. მხატვრების, მუსიკოსების, დალაქებისა და ა.შ.);
  • ჭარბი ოფლიანობა – სასურველია შეიმოწმოთ ჰორმონული ფონი;
  • მარმარილოსებური ნახატი ხელისგულზე – ვეგეტაციური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევის მანიშნებელია;
  • ხელების გაუხეშება – ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობის ნიშანია;
  • კანის ქერცვლა ხელებზე – ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობაზე მეტყველებს;
  • ხელის კანის მოყვითალო ელფერი – საჭიროა ნაღვლის სადინრებისა და ღვიძლის გამოკვლევა;
    ყავისფერი ლაქები ხელის მტევნის უკანა მხარეს – ყურადღება მიაქციეთ ნაღვლის ბუშტს.

დაიმახსოვრეთ: მსგავს პუბლიკაციებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და არ ცვლის ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზს!

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close