მოგზაურობაპოლიტიკა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ შევლენ

არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო რეჟიმს დააწესებს. ამის შესახებ UAE-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს ინფორმაციას.

საელჩოს ინფორმაციით, მოლაპარაკებების ეტაპი წარმატებით დასრულდა და უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთვის მხოლოდ UAE-ს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების ოფიციალურად მიღების პროცედურა დარჩა.

„მოლაპარაკებების შედეგად არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება საქართველოს ორდინალური პასპორტის მფლობელებისთვის ქვეყანაში შემოსვლის უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, აქამდე, ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, საამიროებში უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები. მხარეებს შორის, ზემოხსენებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ფორმალობების დასრულების შემდეგ, საელჩო გაავრცელებს ინფორმაციას ახალი სავიზო რეჟიმის ამოქმედების კონკრეტული თარიღის შესახებ.

ხაზგასასმელია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გახლავთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკის კიდევ ერთი ნათელი მაჩვენებელი“, – წერს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო ფეისბუქზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close