ჰოროსკოპი

მარტის ჰოროსკოპი: როგორი იქნება გაზაფხულის პირველი თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის

დადგა გაზაფხულის პირველი თვე. როგორი იქნება ის ზოდიაქოს ნიშნებისთვის და რა უნდა გავაკეთოთ, რომ მივაღწიოთ წარმატებებს, გავუმკლავდეთ პრობლემებს. ამაზე ასტროლოგები გვესაუბრებიან.

ვერძი: სჯობს, ყველაფერი დეტალურად დაგეგმოთ; მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმილს მიჰყვეთ, არ გარისკოთ. იღბალი ზურგს არ გაქცევთ. ასე გექნებათ მეტი შესაძლებლობა და ნაკლებ ნერვებს დახარჯავთ. არაა გამორიცხული, რომ მტრები შეიძინოთ, განსაკუთრებით წარმატების შემთხვევაში სიყვარულსა და ფინანსურ სფეროებში. ამიტომ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ.

კურო: ნუ ეცდებით, რომ მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ ადამიანს კარგიცა და ცუდიც უკან ბუმერანგივით უბრუნდება. მნიშვნელოვანია, რომ არ „ჩაიციკლოთ“ უსიამოვნებებზე, არამედ ნათელ ფერებში იფიქროთ. გარშემომყოფებთან ურთიერთობები უფრო პოზიტიური და მშვიდი გახდება. ვარსკვლავები გირჩევენ, დაეხმაროთ ადამიანებს. სიკეთე უკან დაგიბრუნდებათ.

ტყუპი: მარტში იღბალთან და განწყობასთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად იქნება რამდენიმე დღის გამოკლებით. კერძოდ, უარყოფითი მოვლენებია მოსალოდნელი 10–13 მარტის პერიოდში (მერკურის გადასვლა თევზებში). პრობლემებია მოსალოდნელი განწყობისა და ურთიერთობების საკითხებში. განსაკუთრებით დაზარალდება ურთიერთობები შორ მანძილზე. ან უნდა მოითმინოთ, ან დაასრულოთ კავშირი.

კირჩხიბი: ამ თვეში თქვენი ძლიერი თვისებები უფრო გაძლიერდება. შეძლებთ ცხოვრების ისე შეცვლას, როგორც თქვენ გინდათ. ძალზე სასარგებლო აღმოჩნდება ურთიერთობები საინტერესო, ჭკვიან და მნიშვნელოვან ადამიანებთან. ეცადეთ, საქმეებს მარტივად შეხედოთ. ხანდახან დინებას უნდა მიჰყვეთ, ბედნიერება მხოლოდ ფული და აღიარება ხომ არაა. ახლა მთავარია აკეთოთ ის, რაც გინდათ და არა ის, რაც აუცილებელია.

ლომი: იწყება პერიოდი, როდესაც საჭიროა სხვისი სიბრძნის გათვალისწინება, რამის სწავლა სხვებისგან. შესაძლოა, სამსახურსა და ბიზნესში აღმავლობის პერიოდი დაიწყოს. რთული სვლებისა და კომბინაციების გამოყენებით შეძლებთ შემოსავლების გაზრდას, წარმატებების მიღწევას. საყიდლები გაამართლებს მხოლოდ 9 მარტის ჩათვლით და 20 მარტის შემდეგ. შუა პერიოდში მოერიდეთ რამე მნიშვნელოვნის ყიდვას.

ქალწული: არაა გამორიცხული მცირე ქაოსი ცხოვრებაში. სტაბილიზაციის მისაღწევად კარგი იქნება, თუ გონებას მოუსმენთ და არა ინტუიციას. მარტში თქვენი მეექვსე გრძნობა შესუსტებული იქნება, მაგრამ ეს ხელს არ შეგიშლით ფინანსური წარმატების მიღწევაში. ასევე ბევრად მიმზიდველი გახდებით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის. გახსოვდეთ, რომ პესიმიზმზე აყოლა იღბალსა და ქარიზმას მოგაკლებთ.

სასწორი: მარტი თქვენთვის ხელსაყრელი თვეა, რომელიც მოგიტანთ არაერთ წარმატებას, ახალ შესაძლებლობებსა და პოზიტივს. მაგრამ ამას თავისი საფასური ექნება. არაა გამორიცხული, რომ გამოჩნდნენ ადამიანები ან მოხდეს მოვლენები, რომლებიც გაგაღიზიანებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დაეხმაროთ ადამიანებს, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ. ძალზე ხელსაყრელი თვეა ბრძენი და მშვიდი სასწორებისთვის.

მორიელი: წარმატებული და პროდუქტიული თვე გელოდებათ, მაგრამ ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ თქვენ მიმართ ინტერესს ბევრი უსიამოვნო ადამიანი გამოიჩენს. ახლობლებმაც შეიძლება გაგიფუჭონ ხასიათი. არ ღირს წყენის გულში ჩადება. აპატიეთ მათ. ყველას აქვს თავისი უარყოფითი თვისება. თუ კარგად დააკვირდებით ადამიანებს და შეისწავლით მათ, თითოეულში აღმოაჩენთ არაერთ დადებით თვისებას.

მშვილდოსანი: ყველაზე რთული თქვენთვის მარტის დასაწყისი იქნება. შესაძლოა, ხშირად გამოხვიდეთ წყობილებიდან. ფინანსურ სფეროში არავითარ შემთხვევაში არ წახვიდეთ ვა-ბანკზე. რისკი და ავანტიურა კარგ არაფერს მოგიტანთ, ხოლო მშვიდი და ზომიერი მუშაობა საჭირო შედეგს გამოიღებს. თქვენთვის საუკეთესო და იდეალური რეკომენდაციებია აუჩქარებლობა და დროული დასვენება.

თხის რქა: ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. დიდი ალბათობით, ეს თვე დინამიკური იქნება და ისეთი არა, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. უკვე მარტის დასაწყისში შეიძლება აღმოცენდეს გარკვეული ნევროზულობა. არ შეუშინდეთ ახალ საქმეებსა და მოვლენებს. ისინი არა პრობლემებს, არამედ ახალ შესაძლებლობებს მოგიტანთ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თქვენი ნიშნისთვის, სიხარულის მთავარი წყარო ურთიერთობები იქნება.

მერწყული: თქვენთვის იწყება დრო, როდესაც უარყოფითი ენერგიის დადებითში ტრანსფორმაცია შეიძლება. ნებისმიერი ცხოვრებისეული ცვლილება საბოლოოდ იღბლიანი აღმოჩნდება, თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ საქმე სულ სხვაგვარადაა. უნდა იმოქმედოთ სწრაფად, აქტიურად. სიყვარულსა და ფინანსებში ერთნაირი წესები მოქმედებს. თუ ვინმე მოგეწონათ, დაუყოვნებლივ იმოქმედეთ, აღიარეთ გრძნობები, არ შეგეშინდეთ გრძნობების გამოხატვის.

თევზები: შემოქმედებითი ხალხი ხართ, მაგრამ ღამის მანათობლები მარტში ცოტა დაკარგავენ ძალას, ამიტომ საბრძოლო განწყობა დაიკლებს. სასიყვარულო სფეროში თვის დასაწყისში გარკვეული პრობლემებია მოსალოდნელია. უარყოფითი ემოციები ყველაზე ნაკლებად მარტოხელებს შეაწუხებს. მათ მთელი ყურადღება სამუშაოზე უნდა გადაიტანონ. მარტი იმ თევზების თვეა, რომლებმაც პრიორიტეტების სწორად განაწილება იციან.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close