საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ უკრაინა 150 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ დევნილთა საკითხებში გაეროს კომისარმა ფილიპო გრანდიმ „ტვიტერზე“ დაწერა.
მისივე თქმით, დევნილების ნახევარი პოლონეთში გადავიდა, ნაწილი კი – მოლდოვაში, რუმინეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.
როგორც გრანდი აცხადებს, ბევრი ადამიანი უკრაინაში საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა, თუმცა მათი რაოდენობის დადგენა რთულია.
More than 150,000 Ukrainian refugees have now crossed into neighbouring countries, half of them to Poland, and many to Hungary, Moldova, Romania and beyond.
Displacement in Ukraine is also growing but the military situation makes it difficult to estimate numbers and provide aid.
— Filippo Grandi (@FilippoGrandi) February 26, 2022
ბევრი ფეხით, თუმცა სხვანი მატარებლებით, ავტომანქანებით და ავტობუსებით გავიდნენ ქვეყნიდან. მათ გრძელი რიგების გავლა უწევდათ სასაზღვრო გამშვებ ცენტრებში.
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ასევე ტვიტერის საშუალებით გაავრცელა განცხადება, რომ უკრაინიდან პირველი 4000-კაციანი ნაკადი მოლდოვაში შევიდა. მთავრობამ დროებითი განთავსების ცენტრები მოაწყო პალანკასა და ოკნიციას მახლობლად და აცხადებს, რომ ქვეყნის საზღვრები ღიაა უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უსაფრთხო ტრანზიტი ან დარჩენა სჭირდებათ.
First 🇺🇦 citizens arrive in 🇲🇩, with over 4000 crossings today. The govt has deployed temporary placement centers near Palanca and Ocnița. Our borders are open for 🇺🇦 citizens who need safe transit or stay. pic.twitter.com/F0NsQcKx02
— Maia Sandu (@sandumaiamd) February 24, 2022
გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ვარაუდობს, რომ მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში უკრაინას ოთხ მილიონამდე ადამიანი დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით (2020 წლის 1-ლი იანვრის მაჩვენებელი) უკრაინაში 44,13 მლნ ადამიანი ცხოვრობს.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები