კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 7-13 თებერვალი
7 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით მთვარე მზარდია. ამ პერიოდის განმავლობაში შემოქმედებითად უნდა დაკავდეთ. სწორედ ახლა შეიძლება დაიბადოს ნამდვილი შედევრები! ამ კვირაში ვარსკვლავები საქმეების დასრულებას და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას გირჩევენ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ახლა ტექნიკური პრობლემებისა და ავარიული სიტუაციების ალბათობა შეიძლება გაიზარდოს.
იდეალური პერიოდია ნებისმიერი მოლაპარაკებისა და სერიოზული გადაწყვეტილების მისაღებად. ვარსკვლავები ამ კუთხით წარმატებას გპირდებიან. კოსმოსური ენერგია მოგცემთ ძალას ყველა პრობლემის გადასაჭრელად. მნიშვნელოვანია საუკეთესოდ გამოიყურებოდეთ. ამისთვის შეგიძლიათ სპორტდარბაზში დარეგისტრირდეთ. ზოგიერთ მეგობართან შესაძლოა გაუგებრობები, ნუ გაამძაფრებთ სიტუაციას: მიეცით ადამიანს დრო და ყველაფერი კარგად იქნება.
სასიკეთო დღეები: 8, 12.
არასასიკეთო დღე: 10.
კურო
ამ დღეებში კუროს ნიშნის ბევრ წარმომადგენელს არ გაუმართლებს. იყავით შრომისმოყვარე და მიზანმიმართული, რათა ყურადღება მიიქციოთ. უარი თქვით მავნე ჩვევებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში რისკავთ და შესაძლოა დაგროვილი დანაზოგი დაკარგოთ. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია იმედგაცრუება, მაგრამ ვარსკვლავები იუწყებიან, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. კარგი იქნება, თუ ამ კვირაში მარტო არ დარჩებით და საკუთარ თავში არ ჩაიკეტებით.
სასიკეთო დღეები: 9, 10.
არასასიკეთო დღე: 12.
ტყუპი
7 თებერვალს ენერგეტიკულად ძლიერი დღე გელით. დანიშნეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები ამ დღეს და წარმატება თქვენ მხარეს იქნება. შესაძლოა კვირის ბოლოს ფულთან დაკავშირებული სირთულეები წარმოიშვას, მაგრამ ყველაფერი გამოსწორდება – ხელფასის გაზრდა ფინანსურ სირთულეებს მოაგვარებს. შაბათ-კვირა ახლობლებთან ერთად მშვიდ გარემოში გაატარეთ. ფრთხილად იყავით: დიდია ტრავმის რისკი.
სასიკეთო დღეები: 8, 12.
არასასიკეთო დღე: 7.
ოჯახური ურთიერთობები არის ის, რაზეც ახლა ყურადღება უნდა გაამახვილოთ. ამ პერიოდში უფროს თაობასთან ურთიერთობა შეიძლება რთული და სტრესული იყოს. იყავით მოქნილი, რომ კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. მეგობრებსა და ნათესავებთან ძველი პრობლემების მოსაგვარებლად ფინანსური რესურსები დაგჭირდებათ. სამსახურში ხელმძღვანელობა დააფასებს თქვენს შრომას და შესაძლოა პრემია მიიღოთ.
სასიკეთო დღეები: 10, 13.
არასასიკეთო დღე: 7.
ახლა ნამდვილად რომანტიკული პერიოდი გელით. შეყვარებული ინიციატივითა და პირდაპირობით გაგაკვირვებთ: თამამად დანებდით მას! სამსახურში შეიძლება თქვენს წინააღმდეგ ინტრიგები მოაწყონ. არ გამოხვიდეთ წყობიდან, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თქვენს უშუალო მოვალეობებს მიხედეთ. კვირის ბოლოს შოპინგი განწყობას აგიმაღლებთ.
სასიკეთო დღეები: 8, 11.
არასასიკეთო დღე: 7.
ჯერ არ ღირს რაიმე გლობალური პროექტის დაწყება, ისევე როგორც სამომავლო გეგმების შედგენა. სამაგიეროდ, გასული წლების განმავლობაში დაგროვილი ზოგიერთი პრობლემის მოგვარებას შეძლებთ და შვებით ამოისუნთქებთ. ეს ის დროა, როცა არ უნდა გადაიტვირთოთ და ხარისხიანად დაისვენოთ. თუ შინაური ცხოველის ყოლაზე ოცნებობთ, შეეცადეთ ამ კვირაში შეიძინოთ.
სასიკეთო დღეები: 10, 12.
არასასიკეთო დღე: 8.
სამუშაო შემცირდება, საკითხები, რომლებიც გადაუჭრელი ჩანდა, თავისთავად მოგვარდება. ეცადეთ თანამოაზრეების გუნდში იმუშაოთ და არ ინანებთ. მარტო დიდ შედეგებს ვერ მიაღწევთ. საუკეთესო დროა მანქანის შესაძენად და, ამავე დროს, ძველი პრობლემების მოსაგვარებლად. ვარსკვლავები მოგცემენ ენერგიას და ეს პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება, მაგრამ თქვენი გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენებთ ამ ენერგიას.
სასიკეთო დღეები: 7, 8.
არასასიკეთო დღე: 11.
მორიელი
ჯობს უახლოეს მომავალში რთული სამუშაო სხვებს გადააბაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალა არ გეყოფათ. შეეცადეთ ხშირად შეხვდეთ მეგობრებს, იფიქროთ პოზიტიურად და ყველაფერი კარგად ჩაივლის. ოჯახურ ურთიერთობებში მთავარი როლი თქვენს მეორე ნახევარს დაუთმეთ. შემოქმედ ადამიანებს ახლა შთაგონების პერიოდი აქვთ, ისარგებლეთ ამით.
სასიკეთო დღეები: 10, 12.
არასასიკეთო დღე: 9.
მშვილდოსანი
ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და სხვებს უფლებას ნუ მისცემთ, თქვენზე გავლენა მოახდინონ. ახლა მნიშვნელოვანია ცივი გონებით იმოქმედოთ. პერიოდი ხელსაყრელია დაგროვილი რუტინული საქმეების დასასრულებლად. დაუთმეთ მათ სამუშაო დღეები, შაბათ-კვირა კი თბილ ოჯახურ წრეში გაატარეთ.
სასიკეთო დღეები: 9, 12.
არასასიკეთო დღე: 8.
ეს პერიოდი ხელსაყრელია თვითგანვითარებისთვის. ახლა შეგიძლიათ და უნდა მიიღოთ კიდეც განათლება, დაიწყოთ ახალი საქმე, გახსნათ ბიზნესი. არ შეგეშინდეთ შესაძლო ფინანსური პრობლემებისა: იღბალი ამ საკითხში თქვენ მხარეს იქნება. ბედნიერი ნაცნობობა გელით. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა ახალ დონეზე გადავა და შესაძლოა მარტოხელა თხის რქებმა ოჯახის შექმნა გადაწყვიტონ.
სასიკეთო დღეები: 8, 10.
არასასიკეთო დღე: 13.
არც თუ იოლი პერიოდი გელით, მაგრამ ამ პერიოდის ბოლოს სასიამოვნო ბონუსს მიიღებთ. მხარდაჭერისთვის ახლა უმჯობესია მიმართოთ ოჯახს და მეგობრებს. ზოგიერთი გეგმა, რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში გინდოდათ, ჩავარდება. მალე მიხვდებით, რომ ასე უკეთესია. შეეცადეთ შაბათ-კვირას კარგად დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ.
სასიკეთო დღეები: 9, 12.
არასასიკეთო დღე: 7.
„ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის“ – ეს არ დაგავიწყდეთ, განსაკუთრებით ამ კვირაში. არ უნდა ენდოთ ადამიანებს, რომლებსაც დიდი ხანი არ არის, რაც იცნობთ, რადგან არსებობს რისკი, რომ მათში შეცდეთ. ოჯახში შესაძლებელია დროდადრო ჩხუბი. შეეცადეთ აკონტროლოთ თავი და არ გაამძაფროთ სიტუაცია. კარგი პერიოდია დაუგეგმავი შესყიდვებისთვის.
სასიკეთო დღეები: 11, 13.
არასასიკეთო დღე: 10.
თამთა გურული
კომენტარები