მედიცინა

„ომიკრონის“ მუტაცია თუ უფრო აგრესიული ჰიბრიდი – ვრცელდება ვირუსის ახალი შტამი BA.2, რომელსაც მოქმედი ტესტებით ვერ ადგენენ

კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი გამოჩნდა. ახალი მუტაციის 400-ზე მეტი შემთხვევაა უკვე გამოვლენილია ბრიტანეთში, სადაც მას სახელწოდება BA.2 მიაკუთვნეს. მეციერები ახლა სწავლობენ, ეს  „ომიკრონის“ ქვეჯგუფია თუ სრულიად ახალი და უფრო აგრესიული ჰიბრიდი. 

ერთადერთი, რასაც ბრიტანელი ექიმები ამბობენ, ინფექციის დადგენა მოქმედი ტესტებით გაცილებით რთულია, ვიდრე სხვა შტამების შემთხვევაში. ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ბრაზილია, ჩინეთი, იაპონია – თითქმის მთელი მსოფლიო ცდილობს რეკორდულად გაზრდილ მაჩვენებლებს გაუმკლავდეს.

მხოლოდ საფრანგეთში ბოლო 24 საათში ვირუსი ნახევარ მილიონამდე ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ თუ ინფიცირების დინამიკა კლებას არ დაიწყებს, იძულებული გახდებიან გამკაცრებული რეგულაციები კიდევ დიდი ხნით დატოვონ ძალაში.

პრევენციულ ზომებს იღებს შეერთებული შტატები, სადაც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გამოაქვეყნა იმ 22 ქვეყნის ჩამონათვალი, სადაც ამერიკელებს პანდემიის გამო გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. მათ შორისაა ისრაელი, ავსტრალია, არგენტინა და ეგვიპტე. გარდა ამისა, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ჩაატარა კვლევა, რის მიხედვითაც დგინდება, რომ ვაქცინაომიკრონის“ წინააღმდეგ ეფექტურია, განსაკუთრებით კი „ბუსტერ“ დოზით აცრის შემთხვევაში.

ინფიცირების მზარდი დინამიკაა ჩინეთსა და იაპონიაში. მხოლოდ ბოლო 24 საათში ვირუსი 50 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა.

სტატისტიკა მზარდია ბრაზილიაშიც, სადაც დღიური მაჩვენებელი 160 ათას შემთხვევას აჭარბებს. ბრაზილიის ჯანდაცვის უწყებამ „სინოვაკის“ გამოყენების ნებართვა გასცა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 5 წელს ზემოთ ბავშვებისთვის Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებას რეკომენდაცია გაუწია.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close