მოგზაურობამსოფლიო

ევროპული ავიაკომპანიები იანვარსა და თებერვალში რეისების რაოდენობას ამცირებენ

ავიაკომპანია „ფინეარში“ განაცხადეს, რომ თებერვალში შეამცირებენ ფრენების რაოდენობას, რადგან კორონავირუსის ახალი ვარიანტის – ომიკრონის გავრცელებისა და გრიპის სეზონის გამო ბევრი თანამშრომელი სამსახურში მისვლას ვერ ახერხებს.

თანამშრომელთა სიმცირე მძიმე ტვირთად აწვება კომპანიას, ამიტომ ავიაკომპანიის გადაწყვეტილებით  თებერვალში 20 პროცენტით შემცირდება ფრენები.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ რეისები, ძირითადად, გაუქმდება იმ ქალაქებში, რომლებშიც ყოველდღიურად ერთზე მეტი ფრენა სრულდება. ცვლილებები გრძელ მანძილზე ფრენებსაც შეეხება. სხვა ავიაკომპანიებმაც განაცხადეს, რომ მსგავს ზომებს მიიღებენ.

ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ ჯგუფმა დაადასტურა, რომ ცარიელი თვითმფრინავით 18 000 ფრენა შეასრულა მხოლოდ იმისთვის, რომ კომპანიას შეენარჩუნებინა მთავარ აეროპორტებში აფრენისა და დაფრენის უფლებები.

ლუფთჰანზაში“ აცხადებენ, რომ იანვარსა და თებერვალში 10 პროცენტით ამცირებენ ფრენებს, რაც საერთო ჯამში 33 000 რეისს გულისხმობს.

ამავდროულად, ავიაკომპანია „რაინეარმა“ იანვარში 33 პროცენტით შეამცირა ფრენები.

როგორც „რაინეარში“ აცხადებენ, მათ ჯავშნების რაოდენობის გაუქმების გამო მიიღეს ეს გადაწყვეტილება.  ჯავშნების გაუქმებას კი ისინი პანდემიასა და მოგზაურობაზე დაწესებულ რეგულაციებს უკავშირებენ. განსაკუთრებით დიდი ზიანი მიაყენა ავიაკომპანიას როგორც საფრანგეთსა და გერმანიაში ბრიტანეთიდან მომავალ მოგზაურებზე დაწესებულმა შეზღუდვამ, ისე მაროკოს მიმართულებით გაუქმებულმა ფრენებმა.

euronewsgeorgia

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close