კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 10-16 იანვარი
2022 წლის 10 იანვრიდან 16 იანვრამდე მზარდი მთვარეა. მზარდი მთვარის პერიოდში თითოეული ადამიანის შესაძლებლობები შესაძლოა შეუზღუდავი გახდეს, თუ სწორად გამოიყენებს. შეუდექით მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას, უამრავ საქმეს გაუმკლავდებით! ბოლოს კი არ დაგავიწყდეთ ტაქტიანად მიანიშნოთ დამსაქმებელს ჯილდოზე, რომელსაც თქვენი მონდომებისთვის ნამდვილად დაიმსახურებთ. ისიც უარს არ გეტყვით.
ეს პერიოდი გაგახარებთ არა მხოლოდ მზიანი დღეებით, არამედ თქვენი ნიშნის წარმომადგენლებსაც ექნებათ საინტერესო იდეები – ნუ დააყოვნებთ, დროულად განახორციელეთ თქვენი გეგმები. ადვილი იქნება მრავალი პრაქტიკული საკითხის გადაჭრა. საქმიანი პარტნიორები ამ კვირაში კომუნიკაციისთვის არიან განწყობილნი და მომგებიან გარიგებებს შემოგთავაზებენ. ისარგებლეთ თქვენი უფროსის კეთილგანწყობით და სთხოვეთ მას დამატებითი დასვენების დღე – ოჯახი ბედნიერი იქნება. რჩეულიც კმაყოფილი და ბედნიერია.
სასიკეთო დღეები: 15, 16.
არასასიკეთო დღე: 11.
კურო
ვარსკვლავებმა იციან, რომ საზოგადოებრივი აზრი არ გაშინებთ, მაგრამ ამ კვირაში რეპუტაციაზე ფიქრი ღირს. ზოგიერთ თქვენს კოლეგას თქვენი წარმატებების შეშურდება – – შეინახეთ თქვენი აზრები საიდუმლოდ და არ იტრაბახოთ მიღწევებით. გამარჯვებებზე ცოტა მოგვიანებით ისაუბრეთ. შაბათ-კვირა სასურველია სწორედ მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ და მათთან შეგიძლიათ გულახდილი იყოთ. ეს კვირა ფინანსურ სფეროში სიურპრიზებს გპირდებათ და რამდენიმე სერიოზულ შენაძენსაც გააკეთებთ. სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში ინტუიცია გამოგადგებათ, ოღონდ თაყვანისმცემლები არ შეაშინოთ და ჯადოსნურ ჯოხს მათ წინ ნუ ააფრიალებთ. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს საინტერესო ნაცნობობა ელით.
სასიკეთო დღეები: 11, 15.
არასასიკეთო დღე: 13.
ტყუპი
ადამიანები პატივს გცემენ თქვენი უანგარობისა და კეთილგანწყობის გამო, მაგრამ ამ კვირაში ეცადეთ დაკვირვებით შეარჩიოთ ნაცნობები, რათა თქვენს გარშემო უპატიოსნო ადამიანები არ აღმოჩნდნენ. ვარსკვლავები პროფესიულ სფეროში სასიამოვნო ცვლილებებს გიწინასწარმეტყველებენ – თქვენი ნიჭით უფროსიც კი აღფრთოვანებულია. თქვენი ხელმძღვანელობით გუნდური მუშაობა კარგ შედეგს გამოიღებს და ყველა თქვენი იდეა პერსპექტიული აღმოჩნდება, მთავარია მათ შესახებ დროულად თქვათ. საქმიანი სიახლეები იმედგაცრუებულს არ დაგტოვებთ – პარტნიორები თქვენთან თანამშრომლობაზე ოცნებობენ. სასიყვარულო საქმეებში დამხმარეები დაგჭირდებათ – უამრავი თაყვანისმცემელი გყავთ და უბრალოდ საკმარისი დრო არ გექნებათ ყველასთან პაემანზე წასასვლელად. მოიწვიეთ მეგობრები, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, ურთიერთობები არ ჩაგიშალონ, თორემ შაბათ-კვირის გატარება ტელევიზორთან მოგიწევთ.
სასიკეთო დღეები: 11, 13.
არასასიკეთო დღე: 15.
ამ დღეებში ყველაფერი კარგად მიდის – იღბალი თქვენს მხარეზეა და შეშფოთების მიზეზი არ არსებობს, მაგრამ შეეცადეთ არ იმოქმედოთ ემოციების გავლენით და არ დასახოთ გეგმები. ეს პერიოდი მდიდარია მოგზაურობით – მივლინების დროს ბევრი მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ ანაზღაურებაც კარგი იქნება. გარდა ამისა, მოგზაურობისას სასარგებლო კონტაქტებს დაამყარებთ და სასიამოვნო ნაცნობებსაც შეიძენთ. ასევე, გამორიცხული არ არის თბილი ურთიერთობა საქმიან პარტნიორთან, მაგრამ ეცადეთ მეგობრობით შემოიფარგლოთ. სამსახურებრივი რომანი კარგს არაფერს მოგიტანთ. სასურველია შაბათ-კვირა ახლობლების გვერდით გაატაროთ – აგრძნობინეთ დიდი სითბო და სიყვარული მათ და ოჯახური ატმოსფერო გაუმჯობესდება.
სასიკეთო დღეები: 10, 13.
არასასიკეთო დღე: 16.
ვარსკვლავებმა იციან, რომ ვერ იტანთ წესებსა და რეგულაციებს, მაგრამ ამ კვირაში დათმობებზე უნდა წახვიდეთ და სხვის აზრსაც მოუსმინოთ. რეალურად ეს მარტივია – ცადეთ ცვლილებებისთვის. ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი იქნება, ბევრი პრაქტიკული საკითხის გადაჭრას შეძლებთ. ამ პერიოდში სამსახურებრივი აქტივობა სიამოვნებას მოგანიჭებთ – თქვენს იდეებს მხარდამჭერები გამოუჩნდება, გავლენიანი ადამიანები კი თქვენი კეთილგანწყობის მოპოვებისთვის იბრძოლებენ. პირადი ცხოვრებისთვის დრო თითქმის არ გექნებათ და თაყვანისმცემლები არ მოითმენენ ასეთ უსამართლობას – შეეცადეთ მოძებნოთ გამოსავალი. შაბათ-კვირა მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
სასიკეთო დღეები: 11, 15.
არასასიკეთო დღე: 10.
ვერ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება სირთულეების გარეშე და მზად ხართ პრობლემებიც კი მოიფიქროთ და გადაჭრათ. მაგრამ ამ დღეებში ყველაფერი თითქმის იდეალურად იქნება. ვარსკვლავები პროფესიულ სფეროში წინსვლას გიწინასწარმეტყველებენ. ამ კვირაში ბევრ თქვენგანს წინასწარჭვრეტის ნიჭი ექნება და კონკურენტები იმედგაცრუებულები დარჩებიან. ეს უნარი ასევე სასარგებლოა პირადი ურთიერთობის სფეროში. ნათესავები, რა თქმა უნდა, გაოცდებიან, მაგრამ კმაყოფილები იქნებიან. სასიყვარულო ცაზე სიტუაცია შაბათ-კვირას დარეგულირდება – თაყვანისმცემლებს თქვენ გარეშე დასვენება არ სურთ და აუცილებლად მოიგონებენ რამე საინტერესოს.
სასიკეთო დღეები: 13, 16.
არასასიკეთო დღე: 11.
ბევრს გულუბრყვილოდ სჯერა, რომ კარგად იცით, როგორ იცხოვროთ, მაგრამ ვარსკვლავებმა იციან სინამდვილეში რა ხდება. ამ კვირაში თქვენი ფუქსავატობისგან კვალიც არ დარჩება – შეფი გაოცებულია, თუ რამდენად მარჯვედ წყვეტთ პრობლემებს და უმკლავდებით კონკურენტებს. ეს დღეები წარმატებული იქნება შემოქმედებით სფეროში – როგორ შეგეძლოთ ამდენი ხნის განმავლობაში ნიჭის დამალვა? ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობისას სასიამოვნო ცვლილებები იკვეთება, ნებისმიერი ადამიანი ბედნიერია თქვენთან მეგობრობით. ოჯახური ურთიერთობები ჰარმონიულად განვითარდება, ახლობლები მხარს დაუჭერენ თქვენს ნებისმიერ იდეას. თაყვანისმცემლები მზად არიან გაგაოცონ სიურპრიზებით სასიყვარულო სფეროში იქნება რომანტიკის ზღვა.
სასიკეთო დღეები: 13, 14.
არასასიკეთო დღე: 16.
მორიელი
ამ კვირაში სამსახურში ყველაფერი კარგად წარიმართება, რადგან მოწესრიგებული პიროვნება ხართ და ხელმძღვანელობაც გაფასებთ, მაგრამ არის ერთი პრობლემა – შურიანი კოლეგები – ფრთხილად იყავით! ამ დღეებში იღბალი გწყალობთ და მომგებიან გარიგებებს შემოგთავაზებენ. თქვენს ცხოვრებაში მეგობრების, ნაცნობების და თანამოაზრეების როლი იზრდება. ფინანსური მდგომარეობა ამ შვიდი დღის განმავლობაში ძალიან გაგახარებთ – აჩვენეთ ყველას, ფული როგორ უნდა დახარჯონ. პირად ცხოვრებაში საკმარისი სიურპრიზები და ცდუნება გელით. კარგი იქნება, თუ შაბათ-კვირას ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე გაატარებთ.
სასიკეთო დღეები: 10, 12.
არასასიკეთო დღე: 15.
მშვილდოსანი
ეს კვირა საკმაოდ დატვირთული და ხალისიანი იქნება. ასე რომ, მოიკრიბეთ ძალა და წინ წადით. იცით, როგორ დაძლიოთ სირთულეები და ეს თქვენს უფროსსაც კარგად მოეხსენება: ამდენი საინტერესო შემოთავაზება მისგან არასოდეს მიგიღიათ. საშუალება მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი ნიჭი კულინარიაში. ამავდროულად შეგიძლიათ დაამყაროთ სასარგებლო კონტაქტები, რადგან მოლაპარაკების ოსტატი ხართ და საქმიან პარტნიორებთან ისეთ ურთიერთობას ამყარებთ, თითქოს ისინი თქვენი საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ოჯახის მეგობრებიც არ დაივიწყოთ – მათ ბევრი გეგმა აქვთ ამ დღეებში და თქვენ გარეშე არაფერს გააკეთებენ. საოჯახო საკითხები სტაბილურობით გაგახარებთ: ვახშამი გრაფიკით, სატელევიზიო შოუების ყურება გრაფიკით და ა. შ. შაბათ-კვირას შესაძლოა შორეული ნათესავები გესტუმრონ და მათთვის რიგიანად გამასპინძლება მოგიწევთ.
სასიკეთო დღეები: 12, 14.
არასასიკეთო დღე: 11.
ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, რომ ეს კვირა თქვენთვის კაშკაშა და საინტერესო იქნება. მთავარია თავი დააღწიოთ უნდობლობას და იყოთ გულწრფელი ურთიერთობაში – ბევრი ახალი ნაცნობობა და შეხვედრა გელოდებათ. ფულის შოვნა იცით და კვირის დასაწყისში თქვენი ფინანსური მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდება. შუა კვირაში, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგეგმოთ დიდი შესყიდვები, ძვირადღირებული ტელევიზორი და სახლის რემონტისთვისაც რაღაცები მოიმარაგოთ. კვირას რომანტიკული საჩუქრების დღესასწაული გექნებათ. ამავე დროს, შაბათ-კვირას შეეცადეთ კარგად განიტვირთოთ.
სასიკეთო დღეები: 13, 16.
არასასიკეთო დღე: 12.
გიყვართ ადამიანებისთვის სიხარულის მოტანა და ხშირად მოქმედებთ თქვენს საზიანოდ. მაგრამ ამ კვირაში საკუთარ თავზეც უნდა იზრუნოთ – კარიერის კიბე თავისუფალია, ასე რომ, გამოიყენეთ, სანამ ასეთი შესაძლებლობაა (დანაშაულის გრძნობის გარეშე). ამ დღეებში მოსალოდნელია სიურპრიზები ფინანსურ სფეროში, გაგიმართლებთ და იღბალი ამ კუთხით დიდხანს იქნება თქვენ გვერდით. შესანიშნავი პერიოდია თქვენი გარდერობის განახლებისთვის – თქვენს გარეგნობას სათანადოდ შეაფასებენ როგორც საქმიანი პარტნიორები, ისე ოჯახის წევრები და, რა თქმა უნდა, ერთგული თაყვანისმცემლები. სასიყვარულო ფრონტზე სიტუაცია რაღაც ზღაპრულ სიზმარს ემსგავსება. შაბათ-კვირას მოულოდნელ სიურპრიზს ელოდეთ.
სასიკეთო დღეები: 13, 15.
არასასიკეთო დღე: 10.
თევზებო, თქვენ ბრძენი და მომთმენი ხართ და ეს თვისებები ამ კვირაში განსაკუთრებით მისასალმებელია. ამ დღეებში ბევრი შესაძლებლობა და შანსი გექნებათ, მთავარია არ უგულებელყოთ ინტუიცია და გამუდმებით მოუსმინოთ მის მითითებებს. კომპრომისებისკენ მიდრეკილი არ ხართ, მაგრამ საქმიანი პარტნიორები მზად არიან ითანამშრომლონ თქვენი პირობებით და ამ პერიოდში თქვენი ხელმძღვანელიც ეთანხმება თქვენს განცხადებებს. გამოიყენეთ შესაძლებლობა და მოითხოვეთ დასვენება, ან შეგიძლიათ პრემიის შესახებ მიუთითოთ. სხვათა შორის, თქვენი ნიშნის წარმომადგენლებმა არა მხოლოდ მუშაობა, კარგად გართობაც იციან – აი, რა უნდა გააკეთოთ შაბათ-კვირას.
სასიკეთო დღეები: 12, 14.
არასასიკეთო დღე: 11.
თამთა გურული
კომენტარები