კოვიდ-19-ის საგანგებო სიტუაციის „კომისარიულმა სტრუქტურამ“ (La Struttura Commissariale) გენერალ ფრანჩესკო ფილიუოლოს ხელმძღვანელობით და სავაჭრო ასოციაციებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, იტალიაში FFP2 ტიპის ნიღაბი-რესპირატორი აფთიაქებში 75 ევროცენტად გაიყიდება. ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით იქნა მიღებული. მანამდე მთავრობა აცხადებდა, რომ მუშაობდნენ ფასის კონტროლირების საკითხზე. ამის შესახებ „ანსა“ წერს.
შეთანხმებას ხელი უახლოეს საათებში მოეწერება.
ამასთან, Coop-ი (იტალიელ მომხმარებელთა კოოპერატივების სისტემა, რომელიც ქვეყანაში სუპერმარკეტების ყველაზე ფართო ქსელს უწევს ოპერირებას) აცხადებს, რომ 31 დეკემბრიდან Ffp2 ნიღბები მისი ქსელის მაღაზიებში 50 ევროცენტად იყიდება.
მათივე ინფორმაციით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პროდუქტზე ფასებს ამცირებენ ჯანდაცვის კუთხით საგანგებო სიტუაციის დროს და ასეთი ქმედების მიზანია „სპეკულაციის თავიდან აცილება და ყველასთვის სასარგებლო გამოსავლის შეთავაზება“.
როგორც ცნობილია, იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვადასხვა საჯარო სივრცეში 27 დეკემბრიდან Ffp2 ტიპის ნიღაბ-რესპირატორი სავალდებულოა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები