კრიმინალი

შემზარავი დანაშაული თბილისში – ქმარმა ხუთი თვის ორსული მეუღლე ერთი წლის შვილის თვალწინ მოკლა

23 წლის გოგა გზირიშვილმა თავისი ხუთი თვის ორსული მეუღლე, 22 წლის ქეთა კეპულაძე ერთი წლის შვილის თანდასწრებით მოკლა.

წინასწარი ინფორმაციით, ვარკეთილში მომხდარ საზარელ მკვლელობას წინ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი უძღოდა, რის შემდეგაც ქმარმა ორსულ ცოლს სამზარეულოს დანით ყელი გამოჭრა. ქალი სისხლისგან დაიცალა და ადგილზე მისულმა სასწრაფომ მხოლოდ გარდაცვალების ფაქტის დადასტურებაღა შეძლო.

მომხდართან დაკავშირებით მეზობლებს საუბარი უჭირთ. ამბობენ, რომ ოჯახი გოგონას მიერ ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციით ირჩენდა თავს და შესაძლოა, ამას გამოეწვია ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირება.

მეზობლები იმასაც ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

მათივე თქმით, მან თავად დარეკა 112-ში და  პოლიციას ჩაბარდა.

შსს-ს განცხადებით, ეჭვმიტანილი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა/109-ე მუხლით (რაც გულისხმობს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში) დააკავა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close