მსოფლიო
მეტი მოგზაურობა და მეტი სექსი! – როგორ უპირისპირდებიან დანიაში შობადობის შემცირებას (ვიდეო)
დანიური ტურისტული კომპანია ქვეყნის მთავარ გამოწვევას – შობადობის შემცირებას დაუპირისპირდა.
კამპანიის ფარგლებში მომზადდა რეკლამა, რომელიც დანიელებს პირდაპირ სექსისკენ მოუწოდებს. იდეის ავტორების თქმით გამოსავალი „გამრავლებისთვის“ მოგზაურობაშია: კვლევის თანახმად, მოგზაურობისას დანიელებს უფრო ხშირად „უყვართ“ ერთმანეთი.
აქციაში მონაწილე ყველა ქალი, რომელიც დაამტკიცებს, რომ სწორედ ამ მოგზაურობის დროს დაორსულდა, 3 წელი უფასოდ მიიღებს ბავშვისათვის საჭირო ყველა ნივთს და უფასო მოგზაურობას.
marketer.ge
კომენტარები